NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივემ მოიგო, მაგრამ ჩვენებურებს სხვადასხვა როლები ერგოთ. როგორც ხშირად ხდება, სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე იყო და გუნდს დაეხმარა, გოგა ბითაძეს კი არ უთამაშია.
„ტორონტო“ მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკის“ ესტუმრა და 122:94 დაამარცხა, რაშიც სანდრომ სოლიდური წვლილი შეიტანა.
მამუმ მოედანზე 22:44 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო რვიდან სამი სამქულიანი. ბურთი არ დაუკარგავს, ხოლო მისი მოედანზე ყოფნის დროს „ტორონტომ“ მეტოქეზე 22 ქულით მეტი ჩააგდო.
„ტორონტოს“ 34 მოგება და 23 მარცხი მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით კანადური გუნდი კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, რეგულარული სეზონის ერთ-ერთ ლიდერ „ოკლაჰომას“ დაუხვდება.
ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ 111:109 აჯობა. ორლანდოს 30 მოგება და 26 მარცხი აქვს, რაც კონფერენციაში მეშვიდე შედეგია. მომდევნო მატჩს კი, კიდევ ერთ ლოს ანჯელესურ გუნდთან, „ლეიკერსთან“ გამართავს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/09/2026 | 17:52რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
სიახლეები26/09/2026 | 12:18სანიოლი სვანაძემ შეცვალა
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
სიახლეები24/09/2026 | 20:08ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი
