დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომლის „ტორონტო“ „იუტას“ ესტუმრა და 143:127 დაამარცხა. გამარჯვება იმდენად მარტივად მოვიდა, რომ ლიდერებს ბოლოს აღარ უთამაშიათ. მათ შორის მამუკელაშვილსაც.
ჩვენიანი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 32.13 წუთში გუნდს 23 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასით, 5 ჩაჭრითა და 1 დაფარებით შეეწია. სანდრომ რვიდან ექვსი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. მამუს ბურთი არ დაუკარგავს, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, კანადელებმა მეტოქეზე 23 ქულით მეტი ჩააგდეს.
„ტორონტო“ კონფერენციაში მეხეთე ადგილზეა. კანადელები მომდევნო მატჩს „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ კი ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო.
ფლორიდელები ამჯერად „ინდიანასთან“ დამარცხდნენ – 126:128.
ბითაძე საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19.54 წუთით გამოჩნდა. ჩვენებურმა 6 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ორლანდომ“ ოთხი ქულით მეტი ჩააგდო.
ფლორიდელები კონფერენციაში მერვე ადგილზე რჩებიან, მომდევნო მატჩისთვის კი კლივლენდს ესტუმრება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
