NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის.
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.
„ორლანდოს“ ფლეი ოფის შანსი სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ დაუტოვა, რომელიც სტუმრად, „ნიუ იორკთან“ 95:112 დამარცხდა. სანდრომ მოედანზე 25 წუთი გაატარა და გუნდში ქულებითაც და მოხსნებითაც ყველაზე შედეგიანი იყო. 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა – ასეთია მამუმ მონაგარი, ვინაც სამიდან ორი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ოთხი დაკარგვაც ჰქონდა, მისი მოედან ყოფნისას კი, ტორონტომ სამი ქულით ნაკლები ჩააგდო. ახლა „ტორონტოსა“ და „ორლანდოს“ ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ – 45 მოგება და 36 მარცხი. კანადელები გამსვლელ, მეექვსე ადგილზე არიან, ხოლო ორლანდოელები – მეშვიდეზე.
ბოლო ტურში გაირკვევა მოხვდება მოხვდება ფლეი ოფში. 13 აპრილს „ორლანდო“ „ბოსტონს“ ეთამაშება, ხოლო „ტორონტო“ – „ბრუკლინს“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
