ფერან ტორესი დაშავდა

ფერან ტორესი დაშავდა

„პარი სენ ჟერმენს“ შემდეგი თამაში 10 ოქტომბერს უწევს შინ „ლე მანთან“, მაგრამ ლუის ენრიკეს უსიამოვნო ამბავი შეატყობინეს: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ფერან ტორესმა ტრავმის გამო ნაკრების ბანაკი დატოვა. „ლა როხას“ თავდამსხმელმა (66 მატჩი, 25 გოლი) კოჭი იტკინა.

„პსჟ-სა და ესპანეთის ნაკრების მოთამაშე მარცხენა კოჭის ტკივილს უჩიოდა. თავიდან ეს მას ვარჯიშსა და თამაშში ხელს არ უშლიდა, მაგრამ რადგან ტკივილი არ მიყუჩდა, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობამ ტორესის შეკრებიდან გაშვება ამჯობინა, რათა პრიორიტეტად ფეხბურთელის გამოჯანმრთელება იქცეს“, – წერს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია ზემოთ ნახსენებ განცხადებაში.

რამდენადაც ცნობილია ესპანეთის ნაკრების ექიმები მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივ კავშირში იყვნენ „პარი სენ ჟერმენის“ ექიმებთან.

როდის დაუბრუნდება ტორესი მოედანს? ამ კითხვაზე პასუხს ჯერჯერობით ვერც ესპანელი ექიმები იძლევიან და ვერც პარიზელები. შეგახსენებთ, რომ “El Tiburon”-ად ანუ ზვიგენად ცნობილ ფორვარდს პსჟ-ში სეზონის დიდებული სტარტო ჰქონდა. მან ლიგა 1-ში ოთხი გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში – სამი.

FBL-EUR-C1-PSG-BRATISLAVA

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.