ბაქოში დაიწყო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციამ პირველივე დღეს მედალი მოიპოვა. გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
უმჩატეს წონაში მოჭიდავე ქართველი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მეორე ეტაპიდან ჯერ ისრაელის ნაკრების წევრ იჟაკ აშპიზს აჯობა იპონით; შემდეგ პორტუგალიელი ტრალაო ფერნანდეში დიდი უპირატესობით დაამარცხა; მეოთხედფინალში ჩვენებურმა იაპონელ რიუიუ ნაგაიამასთან იპონით წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა;
დამამშვიდებელ წრეში სარდალაშვილიმა ფრანგ რომან პიკარდს იპონით სძლია და ბრინჯაოსთვის მედლისთვის ტაივანელ ვეი იუნ იანს დაეჭიდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა და ბრინჯაოს დაეუფლა.
ეს სარდალაშვილის მესამე მედალია მსოფლიოს ჩემპიონატებზე – ოქრო 2024 წელს; ბრინჯაო – 2023 და 2026. ხვალ ტატამიზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გავა, რომელიც სტარტზევე მასპინძელ ნიზამი იმრანოვს გაეჯიბრება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
