ბაქოში დაიწყო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციამ პირველივე დღეს მედალი მოიპოვა. გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. უმჩატეს წონაში მოჭიდავე ქართველი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მეორე ეტაპიდან ჯერ ისრაელის ნაკრების წევრ იჟაკ აშპიზს აჯობა იპონით; შემდეგ პორტუგალიელი ტრალაო ფერნანდეში დიდი უპირატესობით დაამარცხა; მეოთხედფინალში ჩვენებურმა იაპონელ რიუიუ ნაგაიამასთან იპონით წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა; დამამშვიდებელ...
