ორშაბათს, ლიონის „მატმუტ ჟერლანზე“ ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარების აქტი შედგა. საფრანგეთისა და ევროპის ალბათ ყველაზე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ თავისი არსებობის 70-ე იუბილე საზეიმდ აღნიშნა და ამ ღონისძიებაზე გამოცემამ ტრადიციული სარაგბო ოსკარებიც დაარიგა. საუბარი 2021-2022 წლების სეზონის შეჯამებას ეხებოდა და „მიდი ოლიმპიკმა“ საუკეთესო ახალბედად საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი დაასახელა. „დღეს...
კატეგორია: რაგბი
ნაკრების მერე – 2 ლელო საფრანგეთში
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მოგების შემდეგ ქართველი ლეგიონერები თავთავიანთ ფრანგულ კლუბებში დაბრუნდნენ და თავი არც იქ შეურცხვენიათ. ტოპ 14-ში გურამ პაპიძემ გამოიჩინა თავი, ხოლო პრო დ2-ში – თორნიკე ჯალაღონიამ. თუმცა, სჯობს, ყველაფერზე რიგრიგობით ვთქვათ. ორივე ფრანგულ ელიტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5-5 ტურიღა დარჩა და უკვე დღეს შეიძლება საუბარი გამოკვეთილ კონტურებზე. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში...
დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!
… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე. გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ...


