ესპანეთის ლა ლიგაში მიჯრით მეორე მატჩი მოიგო „ვილიარეალმა“, რომელმაც „ლევანტეს“ 3:1 სძლია და ამაში თავისი წვლილი გიორგი მიქაუტაძესაც მიუძღვის. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შეხვედრაში მეორე ტაიმში შეცვლაზე ჩაერთო, თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე „ვილიარეალის“ უპირატესობა გაამყარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ეს მიქაუტაძის მესამე გოლია, რასაც ერთი საგოლე გადაცემაც ემატება.
ჭდე: ქართველი ლეგიონერები
მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლასკ-ი 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრების წევრმა, გიზი მამაგეიშვილმა გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 61-ე წუთზე მამაგეიშვილის ნაცვლად შევიდა და მასაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ 90+6-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.
ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
თქმაც აღარ უნდა, რომ საფრანგეთის ტოპ 14 ევროპის უძლიერესი სარაგბო ლიგაა. შესაძლოა, ინგლისის პრემიერშიპს ან რგჩ-ს (რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატს) საქართველოში მეტი გულშემატკივარი ჰყავდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორი უკანასკნელის წარმომადგენლებს უკვე მრავალი წელია, ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი არ მოუგიათ. ამ ტიტულს ბოლო 6 წლის განმავლობაში 2-2-ჯერ „ტულუზი“, „ლა როშელი“ და „ბორდო“ იგებენ და ეს საუკეთესო...
წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29- ტურში „მეცი“ „მარსელს“ სტუმრობს და 1:2 მარცხდება. სტუმრების მხრიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.
კვარაცხელია VS მამარდაშვილი 1:0
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. თავიანთ გუნდებში ქართველები საუკეთეოები იყვნენ. მამარდაშვილმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ 65-წუთზე კვარას ვეღარაფერი მოუხერხა… პარიზელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და მეორე გოლი მამარდაშვილს სწორედ კვარაცხელიამ გაუტანა.
გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სანტანდერელები სტუმრად ლა ლიგაში გადასასვლელად უშუალო კონკურენტ „კასტელონს“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს. გიორგი გულიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ეს არცაა გასაკვირი – ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიქაუტაძე: ზედიზედ მესამედ…
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ სტუმრად „ლევანტეს“ ეთამაშება. შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. იხილეთ ვიდეო:
ხვიჩას საღამო…
საფრანგეთის ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „რენო“ 5:0 დაამარცხა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი 70-ე წუთზე შეცვალა – კვარა მატჩის სასუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (შეფასება: Flashscore – 9.3, Sofascore – 9.7). ლიგა 1-ის მიმდინარე სეოზნში ხვიჩას ანგარიშზე 3 გოლი და 3...
კვარას 33-ე…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონისა“ და „პარი სენ-ჟერმენისა“ მატჩის 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და პარიზელები 2:1 დააწინაურა. ეს ტოპ 5 ჩემპიონატში კვარას 33-ე გოლია, ამ მაჩვენებლით კი მან ალექსანდრე იაშვილსა და ლევან კობიაშვილს (32-32 გოლი) გადაასწრო და ტოპ 5 ჩემპიონატების საუკეთესო ქართველი ბომბარდირი გახდა.
ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]
დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ლელო გაიტანა, რომელიც მის ფრანგულ კარიერაში 25-ე გახლდათ. ტოპ 14-ში ორი ქართველი ახალგაზრდის დებიუტიც შედგა, ხოლო პრო დ2-ში დაფიქსირებული ორივე ქართული ლელოს ავტორები 9 ნომრები აღმოჩდნენ. ტოპ 14 „ლა როშელმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და კარგადაც ითამაშა. შედეგად, ბისკაის ყურის სანაპიროზე მდებარე ქალაქში ლამაზი გამარჯვება იზეიმეს – 33:6. ჰოდა, ამ ლამაზ გამარჯვებაში...
![Giorgi-MIkautadze-1 მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/09/Giorgi-MIkautadze-1-360x360.jpg)
![Gizi-Mamageishvili-11 მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/09/Gizi-Mamageishvili-11-360x360.jpg)

![Giorgi-Tsitaishvili წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/04/Giorgi-Tsitaishvili.jpg)

![Giorgi-Guliashvili-1 გულიაშვილის ბენეფისი ესპანეთში [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Giorgi-Guliashvili-1.jpg)



![1111 ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/11/1111.jpg)