… მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“ წააგო, ამჯერად კი „ტორპედოს“ უგოლოდ დაშორდა. ამასობაში „დილამ“ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, ამჯერად „გაგრასთან“ და ახლა ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. „იბერიას“ 45 ქულა აქვს, „დილას“ – 44.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „ბათუმმა.“ ზღვისპირელებს ფინანსური კრიზისი უდგათ და ეს შედეგებზეც აისახა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ბოლო სამ ტურში ორჯერ წააგეს დიდი ანგარიშით („სამგურალთან“ – 0:3 და „დინამოსთან“ – 1:4) ამიტომ მე-20 ტურში „გარეჯთან“ გამარჯვება მათთვის პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იქნება სასარგებლო.
გარეჯელებთან გამარჯვების გოლი 19 წლის ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა. ეს ჭაბუკი ფორვარდის ზედიზედ მეორე გოლია მიჯრით მეორე მატჩში.
ამ მოგების შემდეგ ბათუმელებმა 33 ქულა მოაგროვეს და ახლა ამდენივექულიან „დინამოსთან“ ერთად მე-3-4 ადგილებს იყოფენ ცხრილში.
ფოთის „კოლხეთს“ კი „თელავთან“ ფრის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. გუნდიდან წავიდა კახა ჩხეტიანი, მის ადგილზე კი დავით კვირკველია დანიშნეს, რომლის სახელთანაც ორიოდ წლის წინათ ფოთელთა ელიტაში აღზევებაა დაკავშირებული.
ამჟამად, „კოლხეთი“ 14 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.
იბერია 0:0 ტორპედო
თელავი 1:1 კოლხეთი
0:1 ქუთათელაძე (20), 1:1 ცნობილაძე (76)
დინამო 1:1 სამგურალი
0:1 ველისოლი (63), 1:1 მორჩილაძე (72)
გაგრა 0:1 დილა
0:1 ტიბუე (76)
გარეჯი 0:1 ბათუმი
0:1 ხოზრევანიძე (58)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
