![ეროვნული ნაკრების პირველი, ისტორიული მატჩი - 1990 წლის 27 მაისს საქართველოს ეროვნული გუნდი ლიეტუვას შეხვდა [ვიდეო] #1TVSPORT - 1TV](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/05/1622040821-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%90-2-2-%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%901.jpg)
ჩვენები 26 მარტს, თბილისში ისრაელს უმასპინძლებენ, 29 -ში კი ლიეტუვას კაუნასში ესტუმრებიან.
ამათ საქართველოს ამხანაგურ თუ ოფიციალურ დონეზე ბევრჯერ აქვთ ნათამაშევი. ისრაელთან საქართველოს ერთი მოგება, ორი ფრე და სამი წაგება აქვს. ჩვენები ისრაელს ევროპის 2012 წლის შესარჩევ ჯგუფში ორჯერ შეხვდნენ. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ქართველები ებრაელებს შინ უგოლოდ დაშორდნენ, სტუმრად კი 0:1 დამარცხდნენ. სხვათა შორის, ეს მატჩი ჩვენებს რომ მოეგოთ ფინალურ ეტაპზე გასვლის მაგარი შანსი რჩებოდათ. თუ გახსოვთ იმ თამაშამდე საქართველომ ხორვატიას მოუგო.
ლიეტუვასთან ურთიერთშეხვედრებში ჩვენებს უპრატესობა აქვთ – ოთხი მოგება სამი მარცხის წილ. ეს ჯამში, თორემ ოთხი ოფიციალური შეხვედრიდან ლიეტუვამ საქართველოს სამი მოუგო. სამი ამხანაგურიდან კი ორი ჩვენების სასარგებლოდ დამთავრდა. აქ სათვალავში მიღებული არ არის საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი მატჩი, რომელიც ეროვნულ სტადიონზე ამხანაგურივე 2:2 დამთავრდა.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე წერია, ეს ამხანაგური მატჩები საგაისო ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად განიხილება.
ერთა ლიგის წილისყრა კი 12 თებერვალს ბრისუელში შედგება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
