პარიზიენი: კვარა ამას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიმეორებს

Home კატეგორიის გარეშე პარიზიენი: კვარა ამას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიმეორებს
პარიზიენი: კვარა ამას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიმეორებს

Israel's midfielder Eliel Peretz fouls Georgia's forward Khvicha Kvaratskhelia during the friendly football match between Georgia and Israel in...მას არ შეუძლია რომ არ გაიტანოს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში ოთხი გოლი შეაგდო ბრწყინვალე ფორმაშია რაც ხუთშაბათს საქართველოა ნაკრების შემადგენლობაში, ისრაელთან ამხანაგურ შეხვედრაში ორი გოლით დაადასტურა.

კვარაცხელიამ თამაში თავის ფრთაზე, შეტევაში „ლიონის’’ ყოფილი ფეხბურთელის ჟორჟ მიქაუტაძის მხარდამხარ დაიწყო. მეტიც, ის საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა. პარიზელმა თავი პირველად 36-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც შეასრულა გარღვევა, რომლის მსგავსიც მხოლოდ მას ეხერხება. მიიღო რა ბურთი მარცხნივ, აუტის ხაზთან, კვარა შევიდა შუისკენ, გასცდა ებრაელ მცველებს და მარჯვენა ფეხით ახლო კუთხეში დაარტყა. შემდეგ ის გულშემატკივრებისკენ გაიქცა, სადაც გოლი ტრადიციულად აღნიშნა – თავისი ცივსისხლიანობის ილუსტრირება მოახდინა.

მეორე ტაიმში, გასახდელიდან დაბრუნების შემდეგ ქართველმა მსგავსი შეტევით მეორე გოლიც შეაგდო. მარცხენა ფრთაზე მარტო დარჩენილმა მან ერთხელაც ჩაახვია ბურთი მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში.

მართალია ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ის მას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიმეორებს. კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა, E ჯგუფში ესპანეთსა და თურქეთს ჩამორჩა. მეტიც, ქართველები ვერც იმ ფლეი-ოფში გავიდნენ, რომლის თამაშებიც ამ კვირაში გაიმართება.

Le Parisien 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.