საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა.
თამაშის დასაწყისში ვილი სანიოლის ტაქტიკა ნათელი გახდა. გუნდი დაცვაში 5-3-2 სისტემით თამაშობა, შეტევაში კი 4-4-2-ზე ეწყობოდა.
პირველ ტაიმში ბურთს უფრო ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ სხიფათო მომენტების შექმნა გვიჭირდა. კარში პირველად 36-ე წუთზე დავარტყით – კვარაცხელიას კუთხურის შემდეგ ლოჩოშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ხვიჩამ უკვე საჯარიმოს გარედან დაარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმი სტუმრებისა იყო. ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა კი არა, საჯარიმოდან ამოტანაც გვიჭირდა. 54-ე წუთზე ისრაელის კარს ორი კაცით მივუახლოვდით და ხვიჩამ ისევ საჯარიმოს გარედან გაისროლა – 2:0.
დარჩენილ დროში ბურთს ძირითადად მეტოქე აკონტროლებდა და ჩვენს კარში გოლებიც ლოგიკური იყო: ჯერ შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი მექვაბიშვილისგან ასხლეტით ჩვენს კარში შევარდა. კიდევ ოთხ წუთში უკვე ანგარიში 2:2 იყო. ამჯერად ნახევარდაცვა და დაცვა ჩავარდა.
დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და თამაშიც ფრედ მორჩა…

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
