NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ 94:119 დამარცხდა.
ძირითადი ცენტრის, ჯეიკობ პიოლტლის გამოჯანმრთელების შემდეგ მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.08 წუთი დაჰყო. სანდრომ ამ დროში 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ჩვენებურმა ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან კი, ზუსტი სამი აღმოჩნდა.
ჩვენიანს პასივში ერთი დაკარგვაც ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ტორონტომ“ რვა ქულით ნაკლები ჩააგდო.
„ტორონტო“ 40 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ფლეი ოფში გამსვლელ ბოლო, მეექვსე ადგილზეა. კანადელები მომდევნო მატჩში „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
