2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4.
თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ბოლომდე ასეც გაგრძელდა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. პირველი გოლი პენალტით გავიდა, რომელიც მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა. 11-მეტრიდან მიკელ ოიარსაბალის დარტმული ზუსტი აღმოჩნდა.
მეორე გოლისას ფაბიან რუისმა მარტინ ზუბიმენდი მეკარესთან პირისპირ დატოვა ესპანელმა შემტევმაც შანსი არ გაუშვა; 35-ე წუთზე ანგარიში უკვე 3:0 იყო – ოიარსაბალის პასით ფერნან ტორესმა შეაგდო.
მეოთხე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა – ტორესმა და ოიარსაბალმა როლები გაცვალეს.
ესპანეთს თავი აღარ მოუკლავს და მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
