იანის ჰაჯიმ საქართველოსა და რუმინეთის ფრედ (1:1) დამთავრებული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თბილისში ფრით კმაყოფილი ვერ დარჩებოდა, მაგრამ იყო იმედისმომცემი მომენტები. ლეგენდარული გეორგე ჯაჰის 27 წლის ვაჟი ამბობს, რომ მამამისს წინა მწვრთნელებთან შედარებით გაცილებით მაღალი მოთხოვნები აქვს.
„ვერ გეტყვით, რომ შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ კარგი იყო, რომ მეტად თუ ნაკლებად მოვახერხეთ იმის ხორცშესხმა, რაზეც გასულ კვირაში ვიმუშავეთ. მწვრთნელთა შტაბის მოთხოვნები უკეთ რომ დავაკმაყოფილოთ, გაცილებით მეტი მუშაობა გვმართებს. მატჩის მსვლელობისას, როდესაც ვასრულებდით იმას, რასაც სათადარიგოთა სკამიდან გვეუბნებოდნენ, საგოლე მომენტებს ვქმნიდით. თამაშს ბურთის ფლობისა და პრესინგის წყალობით ჩვენ ვაკონტროლებდით.

იყო პერიოდები, როდესაც ჩვენთვის სასურველი ტემპი ვერ შევინარჩუნეთ და ამაზე მუშაობა მოგვიწევს, რადგან მოთხოვნები ადრინდელზე მაღალია. გასაგებია, რომ სეზონის შემდეგ დაღლილობამაც იჩინა თავი. გუნდში ბევრი ცვლილებაა, გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები, რომელთაც აქამდე ერთად არ უთამაშიათ, მაგრამ ჯამში კმაყოფილი ვარ რადგან ის რაზეც ვიმუშავეთ, თამაშში გადავიტანეთ. სხვა საქმეა, რომ ვერ მოვიგეთ, ჩვენი მიზანი კი მხოლოდ გამარჯვება იყო…
…მწვრთნელს შეხვედრის წინ ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ტრადიციულად მომიწოდა, რომ ჩემი ფეხბურთი მეთამაშა, ხაზებს შორის მემოძრავა, შეტევაში ბურთი მომეთხოვა და დაცვისას ბიჭებს დავხმარებოდი. ბოლო 7-10 დღის განმავლობაში ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. მოკლედ, ჯამში კარგ გზაზე ვდგავართ…
…კაპიტნის სამკლავური მანდეს და ეს დიდი პატივია, თუმცა ნაკრებში თამაში ყველა ვარიანტში დიდი პასუხისმგებლობაა. ყველამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეროვნულ გუნდში თამაში, კაპიტნობა კი პასუხისმგებლობას მმატებს. თამაშის დროს აქტიური ვარ, მიყვარს, როდესაც მოედნის მიღმაც მაგალითს ვაძლევ თანაგუნდელებს, სხვები ჩემს ჭკუაზე გადმომყავს. რასაკვირველია, გვყავს უფრო ასაკოვანი, მეტი სანაკრებო გამოცდილების მქონე ლიდერები, მაგრამ ვფიქრობ, ნაკრებში ასაკი კი არა, შედეგია მთავარი“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი03/06/2026 | 09:02იანის ჰაჯი: საქართველოსთან ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ…
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
