„პარი სენ ჟერმენმა“ გამოაცხადა, რომ 5 აგვისტოს ესპანურ „მალიორკასთან“ გამართავს სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრას. „მალიორკა“ გასულ სეზონში ლა ლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონს ლა ლიგა 2-ში გაატარებს.
შეხვედრა პალმა დე მალიორკაში, „სენტ მოისზე“ გაიმართება. 8 აგვისტოს კი შვედეთის ქალაქ გეტებორგში ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული ადრევე დანიშნულ ამხანაგურ მატჩს გამართავს „მანჩესტერ იუნაიტედთან“.
ამ შეხვედრას 12 აგვისტოს მოსდევს ევროპის სუპერთასის თამაში ზალცბურგში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ, ხოლო 16 აგვისტოს უკვე ესპანეთის სუპერთასის მატჩია „ლანსთან“. სუპერთასის თამაში ლანსში „ფელიქს ბოლარზეა“ დანიშნული.
პსჟ ახალი სეზონისთვის მზადებას ლუის ენრიკეს განკარგულებით 25 ივლისს იწყებს, თუმცა თავდაპირველად ეს მოხდება იმ 16 ფეხბურთელის გარეშე, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე არიან. მათ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა სამ-ოთხ კვირიან შვებულებას მისცემს, ოღონდ თითოეულისთვის ეს სამი თუ ოთხი კვირა აითვლება მუნდიალზე ჩატარებული ბოლო შეხვედრის დღიდან. მაგალითად, თუ რომელიმე პარიზელი ფეხბურთელის ნაკრები ფინალში გავა ― ფინალი კი 19 ივლისსაა ― მაშინ ეს ფეხბურთელი ან ფეხბურთელები პსჟ-ს 10 აგვისტოს შეუერთდებიან.
რაც შეეხება ლიგა 1-ის პირველი ტურის თამაშს, ის პარიზელებს 18 აგვისტოს „რენთან“ „პარკ დე პრენსზე“ ელით.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
