შაბათს „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ ხვდება. პარიზელები ტიტულის შენარჩუნებას შეეცდებიან. უეფას ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ გამოართვა პარიზელთა ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 7 საგოლე პასია. ინტერვიუში 25 წლის ვარსკვლავმა პსჟ-ს კოლექტიურ თამაშს გაუსვა ხაზი.
…ბევრმა გუნდმა იცის, როგორ ვთამაშობდით შარშან. ისინი ჩვენი ჩანაფიქრის ჩაშლას ცდილობდნენ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ გამოსავლის პოვნა ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია…
…სეზონის დასაწყისში საქმე ისე არ წაგვივიდა, როგორც გვინდოდა. ძალიან ბევრი თამაშის შემდეგ საკმარისად ვერ დავისვენეთ…
…გასული სეზონის შემდეგ ყველასთვის მაინც დასამტკიცებელი გვქონდა, რომ თასი დამსახურებულად მოვიგეთ…
…გვესმის, რომ ჩემპიონები ვართ და კიდევ შეგვიძლია მოგება. რასაკვირველია, ეს ძნელი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია…
…ვფიქრობ, ხანდახან იმაზე მეტ ემოციას გამოვხატავ, ვიდრე საჭიროა, ხანდახან კი პირიქით. ეს ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული, მაგრამ მოედანზე ყოველთვის ასი პროცენტით ვიხარჯები…
…ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ და ჩემს ქვეყანას ჩემს წილ მცირე სიხარულს ვჩუქნი.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
