ორი წლის წინ, როდესაც ოსმან დემბელეს არასტაბილური და უშედეგო თამაშის გამო ჯერ კიდევ დასცინოდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას ელისეს სასახლეში (საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია) შეაქებდნენ? არადა, კვირა დღეს სწორედ ეს მოხდა. „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მერე, ემანუელ მაკრონთან მიღებაზე გარეთ შეკრებილმა ხალხმა ცნობილი სიმღერა წამოიწყო: „Et Ousmane, Ballon d’Or“ („და ოსმანს ოქროს ბურთი“).
სეზონის მეორე ნახევარი პირველს არ ჰგავდა
თუ იანვრის შემდეგ ნაჩვენები ფეხბურთით ვიმსჯელებთ, ფრანგი თავდამსხმელის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად გამართლებულია. მან ყველა შეჯიბრებაში ერთად 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლიგა 1-ში მას შედარებით შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა, ამიტომ მისი ეფექტი ძირითადად ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე მოდის. მან მერვედფინალში გაუტანა „ჩელსის“, მეოთხედფინალში ორი გოლი შეუგდო „ლივერპულს“, ნახევარფინალში სამი გოლი „ბაიერნს“ და ფინალში პენალტი „არსენალს“. საკვანძო მომენტებში გადამწყვეტი როლის თამაშის უნარი რასაკვირველია დემბელეს ხელს უწყობს, ოღონდ ეს სეზონის პირველ ნახევართან მკვეთრ კონტრასტშია. კუნთის რამდენიმე ტრავმისა და ოქტომბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ფორმის მნიშვნელოვანმა დაკარგვის გამო მან მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ძალიან დიდ გულუხვობას თუ გამოვიჩენთ და მეტისმეტად მოკრძალებულ მეტოქესთან „ფონტენესთან“ საფრანგეთის თასზე გატანილ პენალტსა და ერთ საგოლე გადაცემას თუ მივათვლით, მისი შედეგიანობა ოთხამდე გაიზრდება.

ვინ არიან დემბელეს კონკურენტები?
ამწუთას, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, დემბელე როგორც ჩანს აუტსაიდერია. თანაგუნდელთაგან სერიოზული პრეტენდენტი გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, თუმცა ის ლიგა 1-ში მთლად ასეთი ეფექტური არ იყო. მთავარი კი მაინც ის გახლავთ, რომ ქართველი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება, რამაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. თავის მხრივ, მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ძალიან ეფექტური გამოსვლა დემბელეს პოზიციებს გაამყარებს. სხვა პრეტენდენტები არიან ვიტინია, ნუნუ მენდეში და ჟოაო ნევეში, რომლებიც პსჟ-ში თამაშობენ.
ახლა საზღვარგარეთაც გავიხედოთ. იქ მოწინავე პოზიციებზე არიან ლამინ იამალი (24 გოლი და 17 საგოლე პასი; „ბარსელონა“), მაგრამ განსაკუთრებით ჰარი კეინი (61 გოლი და 7 საგოლე პასი; „ბაიერნი“). ისევ გავიმეოროთ: გადამწყვეტ როლს მსოფლიოს ჩემპიონატი შეასრულებს. მან შეიძლება გაზარდოს მაგალითად მაიკლ ოლისეს (22 გოლი და 26 საგოლე პასი; „ბაიერნი“) ან სულაც კილიან მბაპეს (42 გოლი და 6 საგოლე პასი; „რეალი“) შანსი. თუმცა მბაპესთვის „ოქროს ბურთის“ მოგება ძნელი იქნება, რადგან მისმა გუნდმა ყველას იმედი გაუცრუა. არ არის გამორიცხული ასპარეზზე სხვა, ჯერჯერობით ჩრდილში მყოფი მოთამაშეების გამოჩენაც. 19 ივლისს გაცილებით მკაფიო სურათი გვექნება.
კლემენტ ბარბიერ, maxifoot
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
