თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57) კონტინენტის ჩემპიონები არიან. ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. ჩვენიანი თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 15 წამით ადრე მეტოქე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც...
ჭდე: ლაშა შავდათუაშვილი
ხარისხით ნაკლები მედალი
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი მეორე დღესაც მოიპოვა, მაგრამ ხარისხი უფრო ნაკლები იყო. ჩერნოგორიის დედაქალაქში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლს დასჯერდა. ლიპარტელიანმა მერვედფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე დარია კურბონმამადოვას იუკოთი სძლია, მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაე იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის ნაკრების წევრ ტიმნა ნელსონ ლევის იუკოთი აჯობა. ფინალში ჩვენებური გერმანელ სეია...
პრიზი ბრინჯაოთი დავიწყეთ
ძიუდოისტთა გრანდ სლემი პარიზში ბრინჯაოს მედლით დავიწყეთ. ქართულ დელეგაციის ყულაბაში პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ჩააგდო. ჩვენებურმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გზიდან ჯერ ფრანგი რომარიკ ბოუდა ჩამოიცილა, შემდეგ კი – აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი; მარგველაშვილს ნახევარფინალში კიდევ ერთი მასპინძელი, დაიკი ბუბა ერგო, ვისთანაც დამატებით დროში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნეიტრალთა სახელით მოასპარეზე მურად...
საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით – ეს შედეგი 2008 წელს პეკინში ვაჩვენეთ. მართალია, მედლების რაოდენობით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1...
უმედლობა გრძელდება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია. ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0. გურული მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა. მეოთხედფინალში გამარჯვებით, ლაშა ოლიმპიურ მედალს გაინაღდებს....
ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ
26 ივლისს, პარიზში XXXIII-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ცხადია, მსოფლიოს უმაღლესი სპორტული ფორუმი ქართველების გარეშე არ ჩაივლის და ჩვენგან საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენი ჩავიდა. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რეკორდსმენი სამმხტომელი ვიქტორ სანეევია – 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი....
გუნდი პარიზში
33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა. შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე...
ვაჟამ ბრინჯაო გააორა
აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა, მათგან მედლამდე ერთი მივიდა – ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მარგველაშვილმა ჯერ რუსი მურად ჩოპანოვი დაამარცხა, შემდეგ – უზბეკი სარდორ ნურილაევი, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ჩვენებურმა მედლის მოპოვების შანსი ხელიდან არ გაიშვა: მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს, იტალიელი...
გუნდი და ვერცხლი
ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები უმედლოდ არც აქ დარჩენილა – ჩვენმა შერეულმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები პირველი წრეში თავისუფლები იყვნენ და საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთვნენ, სადაც იტალიის ნაკრებს დამატებითი ბრძოლით 4:3 აჯობეს. იტალიელთა წინააღმდეგ სამივე გოგონამ წააგო – სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჭანტურიამ. სამაგიეროდ, იყოჩაღეს ბიჭებმა – გურამ...
გრიგალაშვილის მესამე ევროპული ოქრო
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს დელეგაციისთვის მეორე დღეც ხვავრიელი გამოდგა: ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ოქრო ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) – ბრინჯაო. ქართული დელეგაციის ყულაბაში მეორე ბრინჯაოს მედალიც აჩხრიალდა – ეთერ ასკილაშვილი (100 კგ.) მესამე ადგილს დასჯერდა. გრიგალაშვილი მედლისკენ მიმავალ გზას ფრანგი ომარ დიალოსთან გამარჯვებით შეუყვა, ვისაც სერბი ისლამ სოგენოვი, უნგრელი...









