ძიუდოისტთა გრანდ სლემი პარიზში ბრინჯაოს მედლით დავიწყეთ. ქართულ დელეგაციის ყულაბაში პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ჩააგდო.
ჩვენებურმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გზიდან ჯერ ფრანგი რომარიკ ბოუდა ჩამოიცილა, შემდეგ კი – აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი; მარგველაშვილს ნახევარფინალში კიდევ ერთი მასპინძელი, დაიკი ბუბა ერგო, ვისთანაც დამატებით დროში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნეიტრალთა სახელით მოასპარეზე მურად ჩოპანოვი იპონით დაამარცხა და კვარცხლბეკზე შედგა.
მარგველაშვილმა ჩოპანოვზე შურიც იძია, რადგან რეპეშაჟში თემურ ნოზაძე წაგვიქცია. მედალთან ახლოს იყო ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც პირველ წრეში ამერიკელ მეტოქესთან მოგების შემდეგ, შეხვედრა იაპონელ მეგუმი ფუჩიდასთან დათმო.
25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში კიდევ ერთ იაპონელს, მიკა ადაჩის აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის მასპინძელ ოფელი ველოცის ვერ გაუმკვლავდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) პირველივე წრეში დამარცხდა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა და მიხეილ ბახბახაშვილმა (ორივე 73 კგ.) თითო ორთაბრძოლის მოგება მოახერხეს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
