თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57) კონტინენტის ჩემპიონები არიან. ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. ჩვენიანი თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 15 წამით ადრე მეტოქე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც...
ჭდე: ეთერ ლიპარტელიანი
ილიას ოქრო და ორი ბრინჯაო
ოქრო და ორი ბრინჯაო – ასე დაიწყო საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს გრად სლემი. მამაკაცთა შორის 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ოქროსკენ მიმავალ გზას სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანის დაამარცხებით შეუყვა, ვისაც შემდეგ რუსები – ნიაზ ბილალოვი და მატვეი კანიკოვსკი მიაყოლა. ილია ფინალში იაპონელ დოტა არაის დაეჭიდა, წუთსა და 24 წამში იპონზე დასცა და მეოთხე ქართველი გახდა,...
საქართველო ოქროა!
ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!! ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.)...
ეთერ პირველი
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 15 ივნისს ერთმანეთს ქალთა შორის 57, ხოლო მამაკაცთა შორის 73 კილოგრამ წონით კატეგორიის სპორტსმენები გაეჯიბრნენ. ბუდაპეშტის ტატამზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი გავიდა – ლაშა შავდათუაშვილი, ნინო ლოლაძე და ეთერ ლიპარტელიანი. შავდათუაშვილი და ლოლაძე ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ, ლიპარტელიანმა კი ისტორიული შედეგი აჩვენა – ფინალში იაპონელი მომო ტამაკა დაამარცხა და...
საქართველოს ოქრო ქალები…
პოდგორიცაში ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს შერეულმა გუნდმა ოქროს მედლებით დახურა… ფინალამდე მაგრად ვიარეთ: ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა შეგირდებმა მერვედფინალში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხეს. მოგებები სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მიითვალეს; მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 ვძლიეთ. ნაკრებს ქულები თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ მოუტანეს, ხოლო შავდათუაშვილმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო; ნახევარფინალში...
ხარისხით ნაკლები მედალი
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი მეორე დღესაც მოიპოვა, მაგრამ ხარისხი უფრო ნაკლები იყო. ჩერნოგორიის დედაქალაქში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლს დასჯერდა. ლიპარტელიანმა მერვედფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე დარია კურბონმამადოვას იუკოთი სძლია, მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაე იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის ნაკრების წევრ ტიმნა ნელსონ ლევის იუკოთი აჯობა. ფინალში ჩვენებური გერმანელ სეია...
ოჯახური მედლები
ძიუდოში, თბილისის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს ჩვენმა გუნდმა სამი მედალი მოიპოვა, აქედან ორი ერთ ოჯახში შევიდა. ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი მის მეუღლეს, თემურ ნოზაძეს ერგო. კიდევ ერთი ბრინჯაო კი, ნინო ლოლაძის აქტივშია. არადა, კაცებში რვა მონაწილე გვყავდა, მედლებით კი ქალები უსწრებენ. ასეთი რამ ქართული ძიუდოს ისტორიას არ ახსოვს. 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა...
პრიზი ბრინჯაოთი დავიწყეთ
ძიუდოისტთა გრანდ სლემი პარიზში ბრინჯაოს მედლით დავიწყეთ. ქართულ დელეგაციის ყულაბაში პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ჩააგდო. ჩვენებურმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გზიდან ჯერ ფრანგი რომარიკ ბოუდა ჩამოიცილა, შემდეგ კი – აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი; მარგველაშვილს ნახევარფინალში კიდევ ერთი მასპინძელი, დაიკი ბუბა ერგო, ვისთანაც დამატებით დროში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნეიტრალთა სახელით მოასპარეზე მურად...
უმედლობა გრძელდება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული უმედლობა გრძელდება. უკვე მესამე დღე მიილია და ჩვენი დელეგაციის მონაგარში ისევ ნულები წერია. ერთადერთი, ვინც ჯერ გაგვახარა მოკრივე ლაშა გურულია (63,5 კგ.), ვინაც მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი უშანსოდ დატოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 5:0. გურული მეოთხედფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა. მეოთხედფინალში გამარჯვებით, ლაშა ოლიმპიურ მედალს გაინაღდებს....
გუნდი პარიზში
33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა. შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე...









