ოქრო და ორი ბრინჯაო – ასე დაიწყო საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს გრად სლემი.
მამაკაცთა შორის 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ოქროსკენ მიმავალ გზას სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანის დაამარცხებით შეუყვა, ვისაც შემდეგ რუსები – ნიაზ ბილალოვი და მატვეი კანიკოვსკი მიაყოლა. ილია ფინალში იაპონელ დოტა არაის დაეჭიდა, წუთსა და 24 წამში იპონზე დასცა და მეოთხე ქართველი გახდა, ვინც ტოკიოს გრანდ სლემი მოიგო.
90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა მერვედფინალში რუსი ეგორ მალკინი კი დაჯაბნა, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ გოკი ტაჯიმასთან წააგო და მედალს რეპეშაჟშიდან შეუტია. იქ კი ჯერ იაპონელ ჰიდეტოში ტოკუმუჩის მოუგო, ხოლო ბრინჯაოსთვის იტალიელ ტიციანო ფალკონეს.
ქალთა შორის ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავა ეთერ ლიპარტელიანმაც (57კგ). ეთომ სამხრეთ კორეელი იუნა შინი გაიარა, მაგრამ მეოთხედფინალში მასპინძელ აკარი ომორისთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბრაზილიელ შარლენ ნასიმენტოს აჯობა და ბრინჯაოსთვის ფრანგ სარა ლეონი სისიკის შეხვდა, ვისთანაც აქამდე ცხრავე ჭიდაობა ჰქონდა წაგებული, მაგრამ ნავსი ტოკიოში გატეხა მედალი ირგუნა.
დღესვე ტატამიზე ირაკლი დემეტრაშვილი (+100) და ნინო ლოლაძე (57) გავიდნენ, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
