ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!!
ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა.
მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.) გუნდურში მეორე გამარჯვება მოიპოვა და კომფორტული უპირატესობით დაგვიბევა – 3:1; ჯერი ლაშა ბექაურზე (90 კგ) დადგა, ვინაც ოქროს გდება დაწყებიდან 48 წამში შეასრულა…
მანამდე მერვედფინალში ჩინეთი 4:1 დავამარცხეთ. გამარჯვებები აქაც ჭანტურიამ, ბექაურმა, თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა მოიპოვეს; მეოთხედფინალში იტალიას 4:0 მოვუგეთ. ბექაურმა, სოფიო სომხიშვილმა (+70.), თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა მოიგეს; ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი იაპონია 4:2 დაამარცხა. მოიგეს ბექაურმა, თუშიშვილმა, ბახბახაშვილმა და ლიპარტელიანმა…
შეგახსენებთ, მსოფლიო პირველობის ინდივიდუალურ ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა: ლიპარტელიანმა ისტორიული ოქრო ირგუნა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
