თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ოქრო ირგუნა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე თუშიშვილმა ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუს ვალერი ენდოვიცკი იპონზე დააგდო. ილია...
ჭდე: გურამ თუშიშვილი
საქართველო ოქროა!
ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!! ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.)...
თუშიშვილის ვერცხლი
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანთა დღე დადგა და კვარცხლბეკზე ქართველიც ავიდა – გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, თუშიშვილმა ბრწყინვალე სტარტი აიღო: ჯერ სლოვაკ მარიუშ ფიზელს 57 წამში აჯობა; შემდეგ გერმანელი ლოსენი კონე იპონზე მოიქნია; მეოთხედფინალში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თანამემამულე უშანგი კოკაურსაც იპონით აჯობა; ნახევარფინალში კი, ბრწყინვალე სტილში დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი,...
საქართველოს ოქრო ქალები…
პოდგორიცაში ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს შერეულმა გუნდმა ოქროს მედლებით დახურა… ფინალამდე მაგრად ვიარეთ: ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა შეგირდებმა მერვედფინალში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხეს. მოგებები სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მიითვალეს; მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 ვძლიეთ. ნაკრებს ქულები თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ მოუტანეს, ხოლო შავდათუაშვილმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო; ნახევარფინალში...
თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა
ავსტრიის გრან პრიზე უმედლო ორი დღის შემდეგ, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ნამუსი მძიმე წონაში მოჭიდავეებმა მოწმინდეს და ჩვენს დელეგაციას ერთბაშად სამი მედალი მოუტანეს – ორი ოქროს და ერთი ვერცხლის. 90 კილოგრამ წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა. უფრო სწორად, არ შედგა, რადგან ტატო გრიგალაშვილი ტრავმის გამო გიორგი ჯაბნიაშვილს არ გამოუცხადდა. ოქრო ჯაბნიაშვილს ერგო, ვერცხლი – გრიგალაშვილს....
თუშიშვილი ექვსი თვით დასაჯეს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (იჯფ) ქართველი სპორტსმენი გურამ თუშიშვილი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თუშიშვილი მეოთხედფინალში მასპინძელ ტედი რინერს დაეჭიდა და ინციდენტი ტატამზე მოხდა. რინერმა იპონით მოიგო, რის შემდეგ სიხარული გადამეტებულად გამოხატა, რაც თუშიშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და იქვე მოუნდომა ურთიერთობის გარკვევა. იჯფ-მა მაშინვე გამოაცხადა, რომ თუშიშვილს სადისციპლინო კომიტეტის საბოლოო განაჩენამდე ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებოდა....
გუნდი პარიზში
33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა. შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე...
თუშის ვერცხლი
აბუ დაბიში დასრულდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი ერგო. გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, თუშიშვილმა ერთი ამოსუნთქვით იარა: ალჟირელ მოჰამედ ელ მეჰდი ლილისა და თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს დასამარაცხებლად დიდი დრო არ დასჭირვებია; მეოთხედფინალში რუს ტამერლან ბაშაევს ვაზარით სძლია; ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუპოვს ვაზარით კი ჩამორჩა, მაგრამ...
გუნდი და ვერცხლი
ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები უმედლოდ არც აქ დარჩენილა – ჩვენმა შერეულმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები პირველი წრეში თავისუფლები იყვნენ და საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთვნენ, სადაც იტალიის ნაკრებს დამატებითი ბრძოლით 4:3 აჯობეს. იტალიელთა წინააღმდეგ სამივე გოგონამ წააგო – სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჭანტურიამ. სამაგიეროდ, იყოჩაღეს ბიჭებმა – გურამ...
იპონები და ოქროები
თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღეს ჩვენმა ძიუდოისტებმა მონაგარს ორ ოქროსთან ერთად ერთი ბრინჯაოც შემატეს და საბოლოოდ, საშინაო გრანდ სლემი 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაური (90კგ.) პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი მეტოქეების რბევას შეუდგა და არანაირი შანსი არ დაუტოვა. ჯერ აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, შემდეგ ამერიკელ ჯონ იაინს სძლია,...









