საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს დელეგაცია ოქროს გარეშე დარჩა. არადა, დასკვნით დღეს სამი ჩვენებური ფინალს ჭიდაობდა… პირველი ოქროს მედლისთვის ტატამზე ლაშა ბექაური (90) გავიდა, რომელმაც გზად აზერბაიჯანელი ფატიევი, შვედი ნიმანი, ფრანგი მატიუ და ნიდერლანდელი ვან ტენდი დაამარცხა. ფინალში ბექაურის მეტოქე სერბი ნემანია მაიდოვი იყო – ძირითადი დრო ილეთის გარეშე დასრულდა, მაგრამ მაიდოვი...
ჭდე: გურამ თუშიშვილი
ილიას ოქრო
ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართული ოქროც გამოჩნდა – ილია სულამანიძემ (100 კგ) ფინალში რუს მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა და კვარცხლბეკის მთავარ საფეხურზე შედგა. ფინალამდე სულამანიძემ რუსი ნიაზ ბილალოვი, ბრიტანელი რის ტომპსონი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და ფრანგი ორელინ დისე დაამარცხა. ფინალი კი, შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე მოიგო. გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლს დასჯერდა. ჩვენებურმა ტაჯიკი...
მაისურაძის ბრინჯაო
ბაქოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არადა, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ, მამადალი მეჰდიევს მოუგო და კვარცხლბეკზე შედგა. მაისურაძემ მედლამდე ასევე აზერბაიჯანელ ნიჰად შიჰალიზადას მოუგო, შემდეგ მონღოლი მუნგხიაარ ბატოგტოხი და ყირგიზი ერლან შეროვი მიაყოლა, მაგრამ ნახევარფინალში შვედ მარკუს ნიმანთან დამარცხდა და...
თუშიშვილი ბრინჯაოს დასჯერდა
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრებაა დარჩენილი. მამაკაცთა შორის პირად პირველობაში, საქართველოს დელეგაციამ გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილმა ოქრო აიღო, ხოლო ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ბრინჯაოს მედლებს, დასკვნით დღეს იგივე სინჯი მძიმე წონაში მოჭიდავე გურამ თუშიშვილმა შემატა. თუშიშვილმა სლოვენიელ ვიტო დრაგიჩისა და გერმანელ იოანეს ფრეისთან გამარჯვებების შემდეგ, მეოთხედფინალში კუბელ ენდი გრანდასთან...
უმედლო დღე
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეექვსე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაცია ისევ უმედლოდ დარჩა. არადა, ორი მონაწილე გვყავდა – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე. სულამანიძემ გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს იპონით აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში, ვაზარით დაწინაურებული, კანადელ კაილ რეიესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა...
ლუკას ოქრო
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ამჯერად ლუკა მაისურაძემ (90კგ) მოუტანა, ხოლო გურამ თუშიშვილმა – ბრინჯაო. მაისურაძემ ევროპირველობის ფინალში სერბ დარკო ბრასნიოვიჩი დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკენ მიავალ გზას კი მაისურაძე ესტონელი კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდის ძლევით შეუყვა, ვისაც სლოვაკი პეტერ ძილკა, რუმინელ ალექს კრეტი და უნგრელი კრისტიან ტოტი...
ორი ოქრო ისრაელიდან
თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღე ქართული გამოდგა. ჩვენმა ძიუდოისტთა გუნდმა ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ჩემპიონები ილია სულამანიძე (100) და გურამ თუშიშივილი გახდნენ (+100) გახდნენ. სულამანიძე ფინალში ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდა და ძირითადი დროის დასრულებამდე 44 წამით ადრე სუფთა გდებით გაიმარჯვა. მერვედფინალში სულამანიძემ ისრაელის სახელით მოასპარეზე სტანისლავ ბანჩუკი დაამარცხა; მეოთხედფინალში რუმინელ სერბანს...
ხვავი და ბარაქა ისრაელიდან!
თელ ავივში დასრულებული დიდი სლემის დასკვნითი დღე ხვავრიელი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ბოლო დღეს ჩვენებმა ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით მოუგო ისრაელის წარმომადგენელ ბენ ტენებუამს, გერმანელ ტიმ შმიდტს, იტალიელ ნიკოლას მუნგაისა და სლოვაკ მილან რანდლის. შედეგად ბექაური ფინალში გავიდა და გაესპანელებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეტაკა, სადაც ოქრო...
მოლიპარტელიანებული ოქრო დოჰაში
ყატარში დასრულდა ძიუდოს მასტერსი, რომლის მესამე დღე გაცილებით ხვავრიელი გამოდგა და ქართულმა დელეგაციამ ყველა სახის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ოქროსკენ მიმავალ გზას რუსი ნიაზ ბილალოვის დამარცხებით შეუყვა. შემდეგი იყო უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვი, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალტჩიკი. ფინალში ჩვენებური აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს შეხვდა და დასაწყისშივე...
მასტერსმა საქართველოდან 16 დათვალა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძიუდოისტები 2021 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე წარსდგებიან. ახალი სეზონი კი 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყება. ეს იქნება მასტერსის ტურნირი, სადაც თითოეული წონითი კატეგორიის 36 საუკეთესო ძიუდოისტი იასპარეზებს. ახალი რეიტინგის შედეგად კი პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლის უფლებას საქართველოდან 14 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტი მიიღებს. ვაჟებში – 60...








