უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრებაა დარჩენილი. მამაკაცთა შორის პირად პირველობაში, საქართველოს დელეგაციამ გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილმა ოქრო აიღო, ხოლო ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ბრინჯაოს მედლებს, დასკვნით დღეს იგივე სინჯი მძიმე წონაში მოჭიდავე გურამ თუშიშვილმა შემატა.
თუშიშვილმა სლოვენიელ ვიტო დრაგიჩისა და გერმანელ იოანეს ფრეისთან გამარჯვებების შემდეგ, მეოთხედფინალში კუბელ ენდი გრანდასთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო. ჩვენებურმა ბრინჯაოს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა: ჯერ მასპინძელი ალიშერ იუსუფოვი დაამარცხა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს აჯობა.
დღესვე ქალთა შორის სოფიო სომხიშვილი (+78) ჭიდაობდა. მან პირველივე ორთაბრძოლა წააგო კუბელ იდალის ორტისთან.
ხვალ გუნდური ტურნირი ჩატარდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
