ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართული ოქროც გამოჩნდა – ილია სულამანიძემ (100 კგ) ფინალში რუს მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა და კვარცხლბეკის მთავარ საფეხურზე შედგა.
ფინალამდე სულამანიძემ რუსი ნიაზ ბილალოვი, ბრიტანელი რის ტომპსონი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და ფრანგი ორელინ დისე დაამარცხა. ფინალი კი, შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე მოიგო.
გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლს დასჯერდა. ჩვენებურმა ტაჯიკი მანსურ რაჰიმოვი, რუსი ტამერლან ბაშაევი და ყაზახი იერასილ კაჟიბაევი კი დაამარცხა, მაგრამ ფინალში ასევე რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა.
ამავე წონაში გელა ზაალიშვილმა გერმანელი ერიკ აბრამოვისა და აზერბაიჯანელი ჯამალ გამზათხანოვის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალი ტასოევთან წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბაშაევთან და უმედლოდ დარჩა.
ეს საქართველოს მეორე მედალია ბაქოს გრანდ სლემზე, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
