სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედალი კი მოიპოვა, მაგრამ მთლიანობაში დიდ შედეგად ვერ ჩავუთვლით.
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ ეს არასალიცენზიო წონაში მოხდა. 63 კგ წონით კატეგორიის ფინალში აბულაძე აზერბაიჯანელ მურად მამადოვს (2:2) ბოლო ქულის უპირატესობით აჯობა.
ოქროს მედლამდე აბულაძემ თურქი ენეს ბასარი (4:3), უკრაინელი ოლეკსანდრ ჰრუშინი (1:1) და ფრანგი სტეფან კლემენი (3:1) დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და პირველად მოიგო. სამწუხაროდ, ეს წონა ოლიმპიურ თამაშებში შეტანილი არ არის, სალიცენზიო ქულებში კი, ქართველები ვერ მოხვდნენ… ეს კი მინიმუმ ხუთეულს ნიშნავდა…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
