სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედალი კი მოიპოვა, მაგრამ მთლიანობაში დიდ შედეგად ვერ ჩავუთვლით. ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ ეს არასალიცენზიო წონაში მოხდა. 63 კგ წონით კატეგორიის ფინალში აბულაძე აზერბაიჯანელ მურად მამადოვს (2:2) ბოლო ქულის უპირატესობით აჯობა. ოქროს მედლამდე აბულაძემ თურქი ენეს ბასარი (4:3), უკრაინელი ოლეკსანდრ ჰრუშინი (1:1)...
ჭდე: ლერი აბულაძე
აბულაძემ ევროპა მოაოქროვა
ლერი აბულაძე ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონია. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ფალავანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. აბულაძემ ფინალში აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვი 3:1 დაამარცხა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე კი უკრაინელ ოლეკსანდრ ჰრუშინს 7:1, ხოლო ნახევარფინალში გერმანელ ეტიენ კინსინგერს 6:2 აჯობა. აბულაძემ ერთგვარი შური იძია, რადგან მანამდე 55 წონით კატეგორიაში ფინალში აზერბაიჯანელმა ელდანიზ...
ჩემპიონი შმაგი
საქართველოს დელეგაციისთვის ვარშავაში ოქროსფრად გამოიდარა. ბერძნულ-რომაული სტილით 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე შამგი ბოლქვაძემ ფინალში სომეხი მალხაზ ამოიანი 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე აივენჰო რიკაძემ კი, მესამე ადგილისთვის სომეხი კარაპეტ ჩალიანი 3:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. პოლონეთის დედაქალაქში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს დელეგაციამ სულ ოთხი მედალი მოიპოვა....
ქაჯაია ოქრომდე კაიამ არ მიუშვა
პოლონეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ქართულმა დელეგაციამ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაიწყო. 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იაკონ ქაჯაია ფინალში 8-გზის ევროპის ჩემპიონ თურქ რიზა კაიას დაეჭიდა და ვერას გახდა – 1:3. მანამდე ქაჯაიამ ჩეხ შტეფან დავიდს 9:0 მოუგო, შემდეგ რუსეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ გედახაურს 3:1 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ლიეტუველ რომას ფრიდრიკასთან ისევ 9:0...



