ლერი აბულაძე ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონია. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ფალავანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.
აბულაძემ ფინალში აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვი 3:1 დაამარცხა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე კი უკრაინელ ოლეკსანდრ ჰრუშინს 7:1, ხოლო ნახევარფინალში გერმანელ ეტიენ კინსინგერს 6:2 აჯობა. აბულაძემ ერთგვარი შური იძია, რადგან მანამდე 55 წონით კატეგორიაში ფინალში აზერბაიჯანელმა ელდანიზ აზიზლიმ დაამარცხა ნუგზარ წურწუმია – 8:2. წურწუმიამ ჩვენს ყულაბას ვერცხლი შემატა. ჩვენიანმა მანამდე 2 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო თურქ ემრე მუთლუსთან და მოლდოველ არტიომ დელეანუსთან.
ბრინჯაოს მედალი ირგუნა რობერტ კობლიაშვილმა (87კგ.). პირველ შეხვედრაში მან ესტონელი რაიდო ლიიტმაეე 7:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი დანიელთა ტურპან ალი ბისულთანოვთან 0:8 დამარცხდა. სანუგეშო წრეში კობლიაშვილმა ჯერ შვეიცარიელ დამიან ვონ ეუვს მოუგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის – იტალიელ მირკო მინგუზის.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
