ისევ 7 ქულა

ისევ 7 ქულა

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის  მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც „ბათუმმა“ და „დინამომ“ ფრედ – 2:2 ითამაშეს. მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა.

ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, თუმცა ბოლოს ყველაფერი ყაიმით დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე კი დინამოელთა  მეკარე გიორგი ლორია გამოდგა, რომელმაც 65-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯერ მამუჩაშვილს აუღო, შემდეგ კი ჯოვინოს დამატებაზე დარტყმულიც მოიგერია.

„თელავი“ აგრძელებს ყოჩაღობას. კახელების „მსხვერპლი“ ამჯერად „საბურთალო“ გახდა. გიორგი მიქაძის ბიჭებმა ირაკლი რუხაძის თერთმეტმეტრიანით მოიგეს – 1:0.

თელაველებმა ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგეს და სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. არადა, მესამე წრის დაწყებისას ცხრილის ფსკერზე იდგნენ. „საბურთალო“ კი მიჯრით მეორედ დამარცხდა.

„დილამ“ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. „სამგურალი“ კი ბოლო დროს ცუდად თამაშობს – ბოლო 8 მატჩიდან, ერთ დროს ლიდერბში მყოფმა წყალტუბიელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს.

„თელავის“ არ იყოს, ყოჩაღობს ფლეი-აუტის ზონაში მყოფი „სამტრედიაც.“ დიმიტარ კაპინკოვსკის შეგირდებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. ამჯერად უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ – 3:1.

შუქურა 0:0 ტორპედო

სამტრედია 3:1 გაგრა

1:0 ახვლედიანი (6), 1:1 ლომთაძე (22 პენ), 2:1 აბულაძე (39 პენ), 3:1 ნაჭყებია (45+5)

დილა 2:0 სამგურალი

1:0 სილვა (38), 2:0 სარდალიშვილი (47)

საბურთალო 0:1 თელავი

0:1 რუხაძე (33 პენ)

ბათუმი 2:2 დინამო

1:0 მამუჩაშვილი (4), 1:1 კადეტე (37), 1:2 ხარაიშვილი (52), 2:2 ღუდუშაური (73)

67-ე წუთზე მამუჩაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი

[table id=42 /]შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ულად ომარ იმრანი (დინამო/ ჰაპოელი ბეერ-შევა ისრაელი) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 11, ტიერი გეილი (დილა/რაპიდი ავსტრია), ზორან მარუშიჩი (დინამო)

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.