ყატარში დასრულდა ძიუდოს მასტერსი, რომლის მესამე დღე გაცილებით ხვავრიელი გამოდგა და ქართულმა დელეგაციამ ყველა სახის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ოქროსკენ მიმავალ გზას რუსი ნიაზ ბილალოვის დამარცხებით შეუყვა. შემდეგი იყო უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვი, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალტჩიკი.
ფინალში ჩვენებური აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს შეხვდა და დასაწყისშივე ჩანდა, რომ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. ლიპარტელიანი ვაზარით დაწინაურდა, მერე უპირატესობა შეინარჩუნა და საქართველოს დოჰას მასტერსზე მეხუთე მედალი და მეორე ოქრო მოუტანა.
მანამდე ვერცხლი ირგუნა 90 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილნმა, რომელიც ფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა. მანამდე გორელმა მოჭიდავემ შვედი მარკუს ნიმანი, იაპონელი შოიჩირო მუკაი, გერმანელი ედუარდ ტრიპელი, თურქი მიჰაილ ზგანკი დაამარცხა.
ამავე წონაში მოჭიდავე ლაშა ბექაურმა ბრინჯაოსთვის ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანს მოუგო და კვარცხბეკლზე ავიდა.
+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3 ქართველი ძიუდოისტი – გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გამოდიოდნენ, რომელებმაც პირველი შეხვედრები მოიგეს, თუმცა მეორე დაპირისპირებაში სამივე მათგანმა მარცხი განიცადა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
