ჭდე: გელა ზაალიშვილი

Home გელა ზაალიშვილი
ქართული ფინალი ამჯერად ბექაურმა მოიგო
ჩანაწერი

ქართული ფინალი ამჯერად ბექაურმა მოიგო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ ყველა სინჯის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გარანტირებული ორი მედალი გვქონდა, რადგან, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამჯერადაც ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბექაურმა გაფრთხილებების ხარჯზე იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგების გამო რევანში აიღო. ფინალამდე...

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა
ჩანაწერი

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა

თბილისში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი, რომლის ბოლო დღე ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. არადა, მანამდე ჩვენს ნაკრებს სულ 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო. დღეს ოთხ მედალს რომ მოვიპოვებდით, წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნათელი იყო: ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხი ჩვენებური ფინალში გავიდა. 90 კილოგრამამდე...

ლიპომ ოქრო გაიხსენა
ჩანაწერი

ლიპომ ოქრო გაიხსენა

ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს სამი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა და აქედან ორი გამოიყენა. ოქროს მედალი ირგუნა ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ.), რომელმაც ფინალში ავსტრიელი აარონ ფარა დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკემ მიმავალ გზაზე ლიპარტელიანმა ბრაზილიელი ლეანდრო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანი და იაპონელი კოტერო უეოკაც დაამარცხა. ბრინჯაო მოიპოვა გელა ზაალიშვილმა (100კგ.). ჩვენებურმა ტაჯიკ ტემურ...

ზაგრებში ჰიმნი ღვინიაშვილმა ააჟღერა
ჩანაწერი

ზაგრებში ჰიმნი ღვინიაშვილმა ააჟღერა

ზაგრების გრან პრის მესამე დღეს ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ოთხივეს მედლის შანსი ჰქონდა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი ირგუნა. ბექა საჩემპიონო გზას ჩეხი დავიდ კლამერტის ძლევით შეუყვა, რომელსაც ბერძენი თეოდოროს ცელიდისი, ფრანგი ფრანსის დამიესა და იაპონელი კენტა ნაგასავა მიყოლა. ღვინიაშვილმა ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო დაამარცხა და ზაგრებში ქართული ჰიმნი...

ბუდაპეშტური ორი ბრინჯაო
ჩანაწერი

ბუდაპეშტური ორი ბრინჯაო

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ორი ბრინჯაოს მედალი შეიმატა – 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ავიდნენ. ბრინჯაოს მედალამდე ლიპარტელიანმა ჯერ ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა, შემდეგ იაპონელი კენტერო იიდა, მაგრამ მეოთხედფინალში სერბ ალექსანდრ კუკოლთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუს არმან ადამიანს მოუგო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი, ასევე ნიდერლანდელი...

ხვავი და ბარაქა ისრაელიდან!
ჩანაწერი

ხვავი და ბარაქა ისრაელიდან!

თელ ავივში დასრულებული დიდი სლემის დასკვნითი დღე ხვავრიელი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ბოლო დღეს ჩვენებმა ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით მოუგო ისრაელის წარმომადგენელ ბენ ტენებუამს, გერმანელ ტიმ შმიდტს, იტალიელ ნიკოლას მუნგაისა და სლოვაკ მილან რანდლის. შედეგად ბექაური ფინალში გავიდა და გაესპანელებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეტაკა, სადაც ოქრო...

მოლიპარტელიანებული ოქრო დოჰაში
ჩანაწერი

მოლიპარტელიანებული ოქრო დოჰაში

ყატარში დასრულდა ძიუდოს მასტერსი, რომლის მესამე დღე გაცილებით ხვავრიელი გამოდგა და ქართულმა დელეგაციამ ყველა სახის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ოქროსკენ მიმავალ გზას რუსი ნიაზ ბილალოვის დამარცხებით შეუყვა. შემდეგი იყო უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვი, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალტჩიკი. ფინალში ჩვენებური აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს შეხვდა და დასაწყისშივე...