ჭდე: ვარლამ ლიპარტელიანი

Home ვარლამ ლიპარტელიანი
ტოკიოს წინ
ჩანაწერი

ტოკიოს წინ

2-3 დეკემბერს, ტოკიო ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. იაპონიის დედაქალაქში 16 ქართველი ჩავიდა. თუმცა, ჩვენი გუნდის შემადგენლობა საკმაოდ შესუსტებულია. ტოკიოში არ იქნებიან ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი. ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 3 და ქალების 4 წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო მეორე დღეს – ჩემპიონები კაცების 4 და ქალების 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან....

ლიპოს ვერცხლი
ჩანაწერი

ლიპოს ვერცხლი

მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გამართულ გრანდ სლემზე სამი ქართველი ძიუდოისტი ჩავიდა და კვარცხლბეკზე მხოლოდ ერთი მათგანი ავიდა. როგორც „ჩვევია“, ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებურმა გერმანელი კილიან კაპელმერი, პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა და იაპონელი აარონ ვულფი მიყოლებით დაამარცხა. ფინალში ლიპო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მასპინძელ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაეჭიდა. მონღოლმა ძიუდოისტმა ჩვენებური კონტრილეთზე...

ლიპომ ოქრო გაიხსენა
ჩანაწერი

ლიპომ ოქრო გაიხსენა

ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს სამი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა და აქედან ორი გამოიყენა. ოქროს მედალი ირგუნა ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ.), რომელმაც ფინალში ავსტრიელი აარონ ფარა დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკემ მიმავალ გზაზე ლიპარტელიანმა ბრაზილიელი ლეანდრო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანი და იაპონელი კოტერო უეოკაც დაამარცხა. ბრინჯაო მოიპოვა გელა ზაალიშვილმა (100კგ.). ჩვენებურმა ტაჯიკ ტემურ...

ბექამ ოქრო გაიხსენა
ჩანაწერი

ბექამ ოქრო გაიხსენა

თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით, მესამე დღეს ბექა ღვინიაშვილმა საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შემატა. ხარისხი მაღალი – ბექამ ისრაელში იჩემპიონა. ოქროსკენ მიმავალ გზას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილი ბულგარელი ივაილო ივანოვის დაიპონებით შეუყვა, ვისაც უკრაინელი არტიომ ბაბირი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი მიაყოლა, რაც ფინალში გასვლის ტოლფასი იყო. ტიტულისთვის ჩვენებური უნგრელ...

უმედლო დღე
ჩანაწერი

უმედლო დღე

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეექვსე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაცია ისევ უმედლოდ დარჩა. არადა, ორი მონაწილე გვყავდა – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე. სულამანიძემ გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს იპონით აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში, ვაზარით დაწინაურებული, კანადელ კაილ რეიესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა...

ოქრო-ვერცხლი ბრინჯაოში გავცვალეთ
ჩანაწერი

ოქრო-ვერცხლი ბრინჯაოში გავცვალეთ

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაციის მონაგარი ორი ბრინჯაოს მედლით შეივსო. ძალიან ახლოს ვიყავით 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გვეხილა, მაგრამ… ლაშა ბექაური მესამე ადგილისთვის ესპანეთის სახელით მოჭიდავე ტრისტან მოსახლიშვილს დაეჭიდა და ორი გდებით რამდენიმე წამში მოუმთავრა საქმე. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანამდე იაპონელი კოსუკე ნიშიამა, ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო, კუბელი ივან...

ლუკას ოქრო
ჩანაწერი

ლუკას ოქრო

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ამჯერად ლუკა მაისურაძემ (90კგ) მოუტანა, ხოლო გურამ თუშიშვილმა – ბრინჯაო. მაისურაძემ ევროპირველობის ფინალში სერბ დარკო ბრასნიოვიჩი დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკენ მიავალ გზას კი მაისურაძე ესტონელი კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდის ძლევით შეუყვა, ვისაც სლოვაკი პეტერ ძილკა, რუმინელ ალექს კრეტი და უნგრელი კრისტიან ტოტი...

პატარა გოგო დამეკარგა
ჩანაწერი

პატარა გოგო დამეკარგა

ვუყურებდი ძიუდოისტთა გუნდურ ასპარეზობას და გული მწყდებოდა: გერმანია და ისრაელი მედლებს იგებდნენ, ქართველი რჩეული ფალავნები კი მაყურებლის როლით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. თუმცა, რატომ მხოლოდ გერმანია და ისრაელი? ფინალისტი ფრანგები და იაპონელები არასოდეს დაგვიმარცხებია თუ მსოფლიო ჩემპიონობა არ დაგვიგემოვნებია?! ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, კიდევ ერთი შანსის ბოძების შემთხვევაში როგორი გამხეცებულები გავიდოდნენ ტატამზე ჩვენი ვერცხლის მედალოსნები, ანაც ლიპარტელიანი? ხომ...

ლიპარტელიანი წავიდა! ხომ არ იჩქარე, კაპიტანო?
ჩანაწერი

ლიპარტელიანი წავიდა! ხომ არ იჩქარე, კაპიტანო?

ტოკიოში ვარლამ ლიპარტელიანის ბოლო ბრძოლიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში მისი პოსტი გაჩნდა: “მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყვეას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი...

ბუდაპეშტური ორი ბრინჯაო
ჩანაწერი

ბუდაპეშტური ორი ბრინჯაო

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ორი ბრინჯაოს მედალი შეიმატა – 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ავიდნენ. ბრინჯაოს მედალამდე ლიპარტელიანმა ჯერ ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა, შემდეგ იაპონელი კენტერო იიდა, მაგრამ მეოთხედფინალში სერბ ალექსანდრ კუკოლთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუს არმან ადამიანს მოუგო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი, ასევე ნიდერლანდელი...