
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეექვსე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაცია ისევ უმედლოდ დარჩა. არადა, ორი მონაწილე გვყავდა – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე.
სულამანიძემ გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს იპონით აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში, ვაზარით დაწინაურებული, კანადელ კაილ რეიესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა კი დაამარცხა, მაგრამ ბრინჯაოს ფინალში ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დამარცხდა.
ლიპარტელიანმა საწყის შეხვედრაში ესტონელი გრიგორი მინასკინი იპონით დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო და უმედლოდ დარჩა. საქართველოს დელეგაციას ექვსი დღის შემდეგ ტატო გრიგალაშვილის ოქროსა და ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ბრინჯაოს მედლების ამარაა.
ხვალ გურამ თუშიშვილის ჯერია (+100) გავა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
