Breaking News

სოფიო სომხიშვილი

საქართველო ოქროა!

ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!! ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.)…

Read more

საქართველოს ოქრო ქალები…

პოდგორიცაში ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს შერეულმა გუნდმა ოქროს მედლებით დახურა… ფინალამდე მაგრად ვიარეთ: ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა შეგირდებმა მერვედფინალში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხეს. მოგებები სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მიითვალეს; მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 ვძლიეთ. ნაკრებს ქულები თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ მოუტანეს, ხოლო შავდათუაშვილმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო; ნახევარფინალში…

Read more

გუნდი პარიზში

33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა. შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე…

Read more

თუშის ვერცხლი

აბუ დაბიში დასრულდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი ერგო. გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, თუშიშვილმა ერთი ამოსუნთქვით იარა: ალჟირელ მოჰამედ ელ მეჰდი ლილისა და თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს დასამარაცხებლად დიდი დრო არ დასჭირვებია; მეოთხედფინალში რუს ტამერლან ბაშაევს ვაზარით სძლია; ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუპოვს ვაზარით კი ჩამორჩა, მაგრამ…

Read more

აბუ დაბიში გუნდი უნდა გადაწყდეს

19-24 მაისს აბუ დაბიში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ეს არის პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი… წინასწარვე უნდა ვთქვათ, რომ ვაჟთა შორის საქმე კარგად გვაქვს და შვიდივე წონაში ლიცენზიის მოპოვება არ გაგვიჭირდება. უფრო რთულად არის საქმე ქალთა შორის, რამაც შესაძლოა, გუნდური ლიცენზია დაგვაკარგვინოს. ქალებში ერთი ლიცენზიანტი აუცილებლად გვეყოლება – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.). მეორე ლიცენზიასთან…

Read more

გუნდური ქართული…

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი….

Read more

ოქროს ბექა და მოვერცხლილი სოფო

აბუ დაბის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა – ოქროსა და ვერცხლის. ვაჟთა შორის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში ფრანგ ლორის ტისიეს დაეჭიდა და რამდენიე წამში ტატამზე ბეჭებით გააკრა. ფინალამდე ღვინიაშვილმა ვუგარ თალიბოვი, ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვაჰიდ ბორჩაშვილი, ბერძენი თეოდოროს ცელიდისი და სერბი ნემანია მაიდოვი მიყოლებით დაამარცხა. აბუ დაბის ძიუდოისტთა…

Read more