ჭდე: ეთერ ლიპარტელიანი

Home ეთერ ლიპარტელიანი
აბუ დაბიში გუნდი უნდა გადაწყდეს
ჩანაწერი

აბუ დაბიში გუნდი უნდა გადაწყდეს

19-24 მაისს აბუ დაბიში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ეს არის პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი… წინასწარვე უნდა ვთქვათ, რომ ვაჟთა შორის საქმე კარგად გვაქვს და შვიდივე წონაში ლიცენზიის მოპოვება არ გაგვიჭირდება. უფრო რთულად არის საქმე ქალთა შორის, რამაც შესაძლოა, გუნდური ლიცენზია დაგვაკარგვინოს. ქალებში ერთი ლიცენზიანტი აუცილებლად გვეყოლება – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.). მეორე ლიცენზიასთან...

გუნდი და ვერცხლი
ჩანაწერი

გუნდი და ვერცხლი

ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები უმედლოდ არც აქ დარჩენილა – ჩვენმა შერეულმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები პირველი წრეში თავისუფლები იყვნენ და საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთვნენ, სადაც იტალიის ნაკრებს დამატებითი ბრძოლით 4:3 აჯობეს. იტალიელთა წინააღმდეგ სამივე გოგონამ წააგო – სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჭანტურიამ. სამაგიეროდ, იყოჩაღეს ბიჭებმა – გურამ...

ვაჟას ოქრო, ეთერის ბრინჯაო
ჩანაწერი

ვაჟას ოქრო, ეთერის ბრინჯაო

ზაგრებში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში და პირველივე დღეს ქართული ჰიმნი აჟღერდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ავიდა. დღესვე ქართული დელეგაციის ყულაბაში ბრინჯაოს მედალიც აჩხრიალდა – ეთერ ლიპარტელიანი (57) მესამე ადგილს დასჯერდა. მარგველაშვილი განთესილი იყო და პირველ წრეში ისვენებდა, საქმეში კი მერვედფინალიდან ჩაერთო. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ავსტრიელ მარკუს აუერს აჯობა, შემდეგ იტალიელ მატეო პირასს ორი...

ორი დღის ორი ოქრო
ჩანაწერი

ორი დღის ორი ოქრო

თბილისის გრანდ სლემზე ორი საშეჯიბრო დღე მიილია და ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი ორი ოქროს მედალია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველ წრეში გერმანელი იგორ ვანდტკე დაამარცხა, შემდეგ ირლანდია ჯოშუა გრინს სძლია, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგს იპონით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ებრაელ ტოჰალ ბუტბულს მოუგო. ფინალში ჩვენებურის მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე კარენ გალსტიანი იყო, ვისაც 32 წამში...

ოქროქალი
ჩანაწერი

ოქროქალი

ძიუდოში ახალი საერთაშორისო ტურნირი გამოჩნდა – ევროპის ღია პირველობა. ძიუდოსთვის საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდით (300 ათასი ევრო). შეჯიბრება კაცთა და ქალთა შორის თითო წონაში იმართება. პრიშტინაში 73 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის კაცები და 52 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ქალები შეიკრიბნენ. ჩვენგან კოსოვოს დედაქალაქში ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ჩავიდნენ. ორივეს შეეძლო მედლის მოპოვება, მაგრამ ეს მხოლოდ ლიპარტელიანმა...

ვერცხლი და ბრინჯაოს ტოკიოდან
ჩანაწერი

ვერცხლი და ბრინჯაოს ტოკიოდან

ტოკიოში დაიწყო ძიუდოს პრესტიჟული გრანდ სლემი, სადაც საქართველოს ნაკრები 16 წარმომადგენლით არის ჩასული. თუმცა, შესუსტებული შემადგენლობით. ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 3 და ქალების 4 წონით კატეგორიაში გათამაშდა, აქედან ჩვენებმა 5 წონაში იასპარეზეს და ორი მედალი მოიპოვეს. ლუკა მაისურაძემ (90) მედლისკენ სვლა ისრაელელ გაი გურევიჩით ძლევით დაიწყო, შემდეგი იყო შვედი მარკუს ნიმანი, ვისაც ყირგიზი ერლან...

გუნდური ოქრო კრაკოვიდან
ჩანაწერი

გუნდური ოქრო კრაკოვიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპის მესამე ევროპული თამაშების ფინალში გერმანიის ნაკრები 4:1 დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენებმა იოლად მოუგეს ხორვატიასა (4:1) და თურქეთს (4:1), ხოლო ნახევარფინალში „დამატებითი ჭიდაობის“ შემდეგ იტალიელები დაამარცხეს – 4:3. ფინალში გუნდს პირველი ქულა გურამ თუშიშვილმა მოუტანა, შემდეგ ეთერ ლიპარტელიანმა იმარჯვა, მესამედ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი...

გუნდური ქართული…
ჩანაწერი

გუნდური ქართული…

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი....

უმედლოდ
ჩანაწერი

უმედლოდ

დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ისევ უმედლოდ დავრჩით. პირველივე წრეში დამარცხდა ლაშა შავდათუაშვილი (73). ჩვენებურს მეტოქედ იაპონელი სოიჩი ჰაშიმიტო ერგო. აზიელმა სპორტსმენმა შავდათუაშვილს ვაზარი აართვა და შემდეგ თავი კარგად დაიცვა. ეთერ ლიპარტელიანმა (57) პირველივე დაპირისპირებაში ჩინელი ქი ცაის ვაზარით კი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ფრანგ სარა ლეონ სისიკთან...

ლიპარტელიანი ვერცხლს დასჯერდა
ჩანაწერი

ლიპარტელიანი ვერცხლს დასჯერდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციის ყულაბაში მედალია… 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი ირგუნა. ჩვენებური ოქროსთვის ბრძოლაში იაპონელ მომო ტამაოკის დაეჭიდა და შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე შებოჭვაზე მოჰყვა. მანამდე ლიპარტელიანმა მასპინძელ შუქურიონ ამინოვას, ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასა და ტაიპეელ ჩენ-ლინგ ლიენს მოუგო. მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლუხიმ ჩხვიმიანსაც...