ჭდე: ეთერ ლიპარტელიანი

Home ეთერ ლიპარტელიანი
ისევ ლაშა…
ჩანაწერი

ისევ ლაშა…

სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა, 2022 წელი შევაჯამეთ. სპორტული მედიის წარმომადგენლებმა საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დავასახელეთ. მან 156 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის პირველ ნომერ ტატო გრიგალაშვილს (141) მცირედით აჯობა. მესამე ადგილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას...

სარდალას პირველი ოქრო
ჩანაწერი

სარდალას პირველი ოქრო

გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის „გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიგო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად მებრძოლმა სარდალაშვილმა კარიერის პირველი ტიტულისთვის ბრძოლაში, ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეის ლამაზი გდებით ვაზარი აართვა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ფინალამდე სარდალაშვილმა ისრაელი წარმომადგენელი მათან კოკოლაიევი, ფრანგი მაქსიმ მერლინი, თურქი საჰილ ილდიზი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აგშაევი იპონებით დაამარცხა. იუნგ...

… ისევ უმედლოდ
ჩანაწერი

… ისევ უმედლოდ

საქართველოს ნაკრებისთვის, ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეც უმედლო გამოდგა… არადა, ორივე წონაში მედლის კანდიდატები ირჯებოდნენ. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის სახელს ყველანაირი ტიტულის მქონე ლაშა შავდათუაშვილი იცავდა. ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი, შვეიცარიელ ნილს შტუმპსა და იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში თავად დამარცხდა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ სოიჩი ჰაშიმოტოსთან. შავდათუაშვილმა რეპეშაჟში...

აბე გლუკოზა
ჩანაწერი

აბე გლუკოზა

უმედლო გამოდგა ქართული დელეგაციისთვის ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეც. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, ბრინჯაოს შანსი ჰქონდა, მაგრამ… მარგველაშვილი განთესილი იყო, პირველ წრეში ისვენებდა და მსოფლიო ჩემპიონატი მეთესმეტედფინალში მაროკოელ აბდურამან ბუშიტასთან მოგებით გახსნა. მერვედფინალში ჩვენებურმა უკრაინელი კარო მარანდიანს კი სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ იოშირო მარუიამასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც...

მეტის მოლოდინში
ჩანაწერი

მეტის მოლოდინში

ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა დელეგაციამ საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ბრინჯაო შემატა… 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მედალი კი აიღო, მაგრამ მისგან ყოველთვის მეტს ველით. ჩვენებურმა მოლოდველი ნიკონ ზაბოროსკიუ და თურქმენი დაიანჩ ომიროვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა ფრანგ ალფა დიალოსთან წააგო და რეპშაჟში გადაინაცვლა. იქ ტატო ჩვეულად გამოიყურებოდა – აზერბაიჯანელი ზელიმ...

ევროტატო
ჩანაწერი

ევროტატო

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია! 22 წლის ქართველმა ეს მეორედ მოახერხა. კონტინენტის პირველობაზე, რომელიც ხვალ დამთავრდება, მან საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი შემატა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა ირგუნა. დავუბრუნდეთ გრიგალაშვილს: 81 კილოგრამ წონით კატეგორიამდე მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა. მანამდე კი, ჩვენებურმა ჯერ ფინელი ოსკარ მაკინენი დაამარცხა, შემდეგ გერმანელ ტიმ გრამკოვი,...

ეთოს ისტორია
ჩანაწერი

ეთოს ისტორია

ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ისტორია დაწერა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა ეს სოფიაში დაწყებულ კონტინენტის პირველობაზე გააკეთა და საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა. არადა, დღეს ტატამზე კიდევ სამი მოჭიდავე გავიდა, სამივე მამაკაცებში და მედალს ვერც ერთი შეწვდა. პაპინაშვილმა პირველივე ორთაბრძლა წააგო ფრანგ სედრიკ რევოლთან. ამავე წონაში ჩხვიმიანი...

ყველა მედალი
ჩანაწერი

ყველა მედალი

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა დელეგაციის ყველა წევრმა მედალი აიღო. ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ასეთია ჩვენი ნაკრების შედეგი. პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენებურს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მეტოქე კაია კაიზერი არ გამოუცხადდა. მანამდე ლიპარტელიანმა (57კგ) მავრიტანელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა, რის შემდეგაც ბრძოლა ფრანგ ფაიზა მოდკართან დათმო და...

დღე 3: ეთერს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა
ჩანაწერი

დღე 3: ეთერს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა

26 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალთან ახლას იყო ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ცუკასა იოშიდას დაეჭიდა. მასპინძელმა ჩვენებურს ორი გდება გაუკეთა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. მანამდე 21 წლის ლიპარტელიანმა აფრიკის ჩემპიონი ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი იპონით დაამარცხა, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ტერეზა შტოლი დაამარცხა, მეოთხედფინალში ფრანგ სარა კისიკესთან დამატებით დროში წააგო....

ოქროკაცი!!!
ჩანაწერი

ოქროკაცი!!!

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, ვინაც სრული კომპლექტი შეავსო და ყველა დიდ ტურნირზე ოქროს მედლი მოიპოვა – ახლა ლაშა ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა ფინალში შვედ ტომი მაციას დამატებით დროში აჯობა, ოქროსკენ მიმავალ გზაზე კი პერუელი ალონსო ვონგა, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ისრაელის წარმომადგენელი...