სარდალას პირველი ოქრო

Home დავთარი სარდალას პირველი ოქრო
სარდალას პირველი ოქრო

JudoInside - Giorgi Sardalashvili Judokaგიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის „გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიგო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად მებრძოლმა სარდალაშვილმა კარიერის პირველი ტიტულისთვის ბრძოლაში, ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეის ლამაზი გდებით ვაზარი აართვა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე შედგა.

ფინალამდე სარდალაშვილმა ისრაელი წარმომადგენელი მათან კოკოლაიევი, ფრანგი მაქსიმ მერლინი, თურქი საჰილ ილდიზი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აგშაევი იპონებით დაამარცხა.

იუნგ ვეიმ ნახევარფინალში თემურ ნოზაძე დაამარცხა, რომელიც მერე ილდიზმა წააქცია და ბრინჯაოს მედალი წაგვართვა. ნოზაძეს ფრანგ რიშარ ვერნესთან, ტაჯიკ მუსლიმბეკ კარიმოვთან და ინდოელ ვიჯეი კუმარ იადაისთან მოგებული ბრძოლები წყალში ჩაეყარა.

საქართველოს მეორე მედალი მაინც აქვს და ეს ეთერ ლიპარტელიანმა (57) გააკეთა. ჩვენებურმა მესამე ადგილისთვის თურქ ოზლემ ილდიზს ძალიან მალე, იპონით მოუგო. მანამდე ჩვენებურმა იტალიელ ჯულიან კაჯანოსა და ბრიტანელ ალესია ტოპრაკს მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ, კოსოვოელ ნორა ჯიაკოვასთან დამარცხდა.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი თუთაშვილმა პირველივე წრეში ყაზახ იესეტ კუანოვთან წააგო, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილმა პოლონელ პატრიკ ვარჟიევსკისა და ინდოელ ნითან ჩაულაჰს კი მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში იტალიელ მატეო პისთან დამარცხა, ხოლო რეპეშაჟში უკვე ალჟირელ ვაილ ეზინესთან.