ევროტატო

ევროტატო

JudoInside - Tato Grigalashvili Judokaტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

22 წლის ქართველმა ეს მეორედ მოახერხა. კონტინენტის პირველობაზე, რომელიც ხვალ დამთავრდება, მან საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი შემატა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა ირგუნა.

დავუბრუნდეთ გრიგალაშვილს: 81 კილოგრამ წონით კატეგორიამდე მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა. მანამდე კი, ჩვენებურმა ჯერ ფინელი ოსკარ მაკინენი დაამარცხა, შემდეგ გერმანელ ტიმ გრამკოვი, ვისაც მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარი მიაყოლა, ხოლო ნახევარფინალში – უკრაინელი სერგიი კრივჩაჩი.

დღესვე სოფიაში კიდევ ერთი მონაწილე გვყავდა. სამწუხაროდ, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუშვილმა (73) ალბანელი ინდრიტ კულჰაის დამარცხების შემდეგ თავად წააგო იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან და ტურნირს გამოეთიშა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.