დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ისევ უმედლოდ დავრჩით.
პირველივე წრეში დამარცხდა ლაშა შავდათუაშვილი (73). ჩვენებურს მეტოქედ იაპონელი სოიჩი ჰაშიმიტო ერგო. აზიელმა სპორტსმენმა შავდათუაშვილს ვაზარი აართვა და შემდეგ თავი კარგად დაიცვა.
ეთერ ლიპარტელიანმა (57) პირველივე დაპირისპირებაში ჩინელი ქი ცაის ვაზარით კი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ფრანგ სარა ლეონ სისიკთან დამატებით დროში თავად წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/09/2026 | 02:04სვანაძის უგოლო დებიუტი
მთავარი ამბავი27/09/2026 | 17:52რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
სიახლეები26/09/2026 | 12:18სანიოლი სვანაძემ შეცვალა
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
