ზაგრებში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში და პირველივე დღეს ქართული ჰიმნი აჟღერდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ავიდა. დღესვე ქართული დელეგაციის ყულაბაში ბრინჯაოს მედალიც აჩხრიალდა – ეთერ ლიპარტელიანი (57) მესამე ადგილს დასჯერდა.
მარგველაშვილი განთესილი იყო და პირველ წრეში ისვენებდა, საქმეში კი მერვედფინალიდან ჩაერთო. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ავსტრიელ მარკუს აუერს აჯობა, შემდეგ იტალიელ მატეო პირასს ორი ვაზარი აართვა, ხოლო ესპანელ ალბერტო გაიტერო მარტინს იპონით მოუგო და ფინალში გავიდა. ფინალში ვაჟას მეტოქე თურქი მუჰამედ დემირელი იყო. ჩვენებური თავიდანვე აქტიურობდა, მაგრამ საკუთარ წამოწყებულ ილეთზე წამოეგო და მეტოქემ ვაზარი აართვა. თუმცა, ვაჟამ საქმე მალევე გამოასწორა, მეტოქე ტატამზე ორჯერ დასცა და კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა.
ლიპარტელიანმა გზიდან იტალიელი ტაუანი კაპანი დიასი, ფრანგი ფაიზა მოკდარი და გერმანელი სეია ბალჰაუსი ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი, უკრაინელ დარია ბილოდიდთან ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის შანსი დარჩა. მედლისთვის ეთერი სერბ მარიცა პერიშიჩს დაეჭიდა. ლიპარტელიანმა პირველივე წუთზე ორი გაფრთხილება მიიღო, რის გამოც მთელი დარჩენილი დრო აქტიურად ჭიდაობდა, მაგრამ ძირითად დროში ვერაფერი გაახერხა. რაც ოთხ წუთში ვერ შეძლო, „ოქროს დროის“ მეშვიდე წამზე მოახერხა და სერბ მეტოქეს იპონით აჯობა. ამავე წონაში საქართველოს ღირსებას ნინო ლოლაძე იცავდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა ესპანელ მარტა გარსია მარტინთან წააგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
