ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ რვა მედალი მოიპოვა, ისტორიაში ყველაზე მეტი. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 33-ე ადგილი დაიკავეს, თუმც, ისიც ვთქვათ, რომ რეიტინგით 28-ე ადგილს გვანიჭებდნენ. ერთი ოქროც და 25-ე ადგილზე გავიდოდით, ხოლო ორი ოქროთი – ოცეულში შევდიოდით, რაც ძალიან მაგარი შედეგი იქნებოდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ჩვენებმა 5 ფინალი წააგეს. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საქართველო მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური...
ჭდე: ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა ონომ გააჩერა
ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მეორე ოლიმპიურ ოქროს მედალს ვერ შეწვდა. არადა, რა ახლოს იყო. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შავდათუაშვილი ფინალში მასპინძელ შოჰეი ონოს დაეჭიდა. თითქმის 11 წუთის მანძილზე ქართველი სპორტსმენი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ… ძირითადი დრო უქულოდ დასრულდა, დამატებით დროში კი, პირველი გდება ონომ გააკეთა და ჩვენებური მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა. ფინალამდე შავდათუაშვილმა ფრანგ გულემ ჩაინეს ვაზარით...
ოქროკაცი!!!
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, ვინაც სრული კომპლექტი შეავსო და ყველა დიდ ტურნირზე ოქროს მედლი მოიპოვა – ახლა ლაშა ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა ფინალში შვედ ტომი მაციას დამატებით დროში აჯობა, ოქროსკენ მიმავალ გზაზე კი პერუელი ალონსო ვონგა, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ისრაელის წარმომადგენელი...
ბრინჯაოს დღე
საქართველოს დელეგაციამ თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის მეორე დღის ორ წონით კატეგორიაში სამი მედალი კი ირგუნა, მაგრამ სამივე ბრინჯაოსი. 73 კილოგრამ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინსა და კუბელ მაგდიელ ესტრადას აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს დენის იარცევთან დამარცხდა. ლაშამ რეპეშაჟში გადანაიცვლა და იქ უზბეკ მუროდიონ იულდოშევს დამატებით დროში იპონით მოუგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, კოსოვოელი...
მხოლოდ ბრინჯაო
ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემის მეორე დღეს, ქართველებს მხოლოდ ერთი ბრინჯაო შეხვდათ. არადა, გაცილებით მეტი შეიძლებოდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ ჯერ გერმანელი ლუკას ვენეკოლდი, შემდეგ იტალის ფაბიო ბაზილე, ხოლო ნახევარფინალში გასასვლელი ბელარუს ვაძიმ შოკა დაამარცხა. ჩვენებური ნახევარფინალში რუმინელ ალექსანდრ კიარუსთან დამარცხა, მაგრამ ბრინჯაოსთვის დაჭიდება შვედი ტომი...
გრიგალი დოჰაში
დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის მეორე დღე საქართველოს დელეგაციისთვის უკეთესი გამოდგა. 21 წლის ტატო გრიგალაშვილმა გრიგალივით გადაურა ყველა მეტოქეს და ოქროს მედალი ირგუნა. 81 კილოში მოჭიდავე ჩვენიანმა პირველ წრეში უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, ხოლო შემდეგ იტალიელი ანტონიო ესპოზიტოს რამდენიმე წამში ბრწყინვალე იპონით მოუგო. მეოთხედფინალში ჩვენებურის მსხვერპლი რუსი ალან ხუბეცოვი გამოდგა და ტატო ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ...
მასტერსმა საქართველოდან 16 დათვალა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძიუდოისტები 2021 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე წარსდგებიან. ახალი სეზონი კი 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყება. ეს იქნება მასტერსის ტურნირი, სადაც თითოეული წონითი კატეგორიის 36 საუკეთესო ძიუდოისტი იასპარეზებს. ახალი რეიტინგის შედეგად კი პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლის უფლებას საქართველოდან 14 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტი მიიღებს. ვაჟებში – 60...
ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო…
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის მშვენიერი გამოდგა. ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე 81) გავიდნენ და სამივემ მედალი მოიპოვა – ყველამ სხვა და სხვა სინჯის. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველთა გზა ნაადრევად რომ გადაიკვეთებოდა, ეს წინასწარ იყო ცნობილი. ორივე მათგანი პირველ წრეში ისვენებდა, სანამ...
ნაკრები დანაკლისით
ხვალ, ბუდაპეშტში, უნგრეთის „დიდი მუზარადი“ იწყება, რომელიც, პარალელურად სალიცენზიო ტურნირია და იქ ტოკიოს ოლიმპიადის სარეიტინგო ქულებიც გაიცემა. ეს არის პირველი შჯიბრი, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8-თვიანი შესვენების შემდეგ გამართავს. ტურნირზე 69 ქვეყნის ძიუდოისტები იჭიდავებენ. მათ შორის იქნებიან ჩვენებიც, თუმცა ჩვენი გუნდი ბუდაპეშტში დიდი დანაკლისით ჩავიდა. უნგრეთში ჭიდაობაზე უარი თქვეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) და...







