ჭდე: ლაშა შავდათუაშვილი

Home ლაშა შავდათუაშვილი
საუკეთესო მასტერსზეც საუკეთესოა
ჩანაწერი

საუკეთესო მასტერსზეც საუკეთესოა

იერუსალიმის მასტერსზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი აქვს და ისიც უმაღლესი ხარისხის. ოლიმპიური კომიტეტისგან საუკეთესო სპორტსმენად დასახელებულმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ.) ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე საეიდ მოლაეი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე ტატომ ჯერ უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, ვისაც იტალიელი ანტონიო ესპოზიტო მიაყოლა, ნახევარფინალში კი, ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა. დღესვე...

მასტერსი ჯერ უმედლოდ
ჩანაწერი

მასტერსი ჯერ უმედლოდ

იერუსალიმის მასტერსის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის. ტატამზე სამი ქართველი სპორტსმენი გავიდა და ყველა უმედლოდ დარჩა. ახლოს იყო მედალთან გიორგი სარდალაშვილი (60). ჩვენებურმა მერვედფინალში უზბეკი დილშოდბეკ ბარატოვი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დამარცხა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს მოუგო და მესამე ადგილისთვის ჭიდაობის შანსი მიეცა. თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი...

შავის ბრინჯაო ბაქოში
ჩანაწერი

შავის ბრინჯაო ბაქოში

ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ჩვენებურმა საწყის ეტაპებზე მოლდოველი ადილ ოსმანოვი და თურქი ბილალ ჩილოღლუ კი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჯერ იტალიელ მანუელ ლომბარდოს აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის კი, ესპანელ სალვადორ კასეს როკას და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს წარმომადგენელი...

… ისევ უმედლოდ
ჩანაწერი

… ისევ უმედლოდ

საქართველოს ნაკრებისთვის, ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეც უმედლო გამოდგა… არადა, ორივე წონაში მედლის კანდიდატები ირჯებოდნენ. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის სახელს ყველანაირი ტიტულის მქონე ლაშა შავდათუაშვილი იცავდა. ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი, შვეიცარიელ ნილს შტუმპსა და იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში თავად დამარცხდა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ სოიჩი ჰაშიმოტოსთან. შავდათუაშვილმა რეპეშაჟში...

აბე გლუკოზა
ჩანაწერი

აბე გლუკოზა

უმედლო გამოდგა ქართული დელეგაციისთვის ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეც. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, ბრინჯაოს შანსი ჰქონდა, მაგრამ… მარგველაშვილი განთესილი იყო, პირველ წრეში ისვენებდა და მსოფლიო ჩემპიონატი მეთესმეტედფინალში მაროკოელ აბდურამან ბუშიტასთან მოგებით გახსნა. მერვედფინალში ჩვენებურმა უკრაინელი კარო მარანდიანს კი სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ იოშირო მარუიამასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც...

შავის ვერცხლი
ჩანაწერი

შავის ვერცხლი

ბუდაპეშტის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ვერცხლის მედალს დასჯერდა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამატებით დროში დამარცხდა. შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, რის შემდეგ ამერიკელი დომინიკ როდრიგესი, მონღოლი ოდბაიარ განბაარატი, იტალიელი ფაბიო ბასილე და პოლონელი ადამ სტოდოლსკი დაამარცხა. მედლების გარეშე დარჩნენ გიორგი შერაზადიშვილი და...

ევროტატო
ჩანაწერი

ევროტატო

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია! 22 წლის ქართველმა ეს მეორედ მოახერხა. კონტინენტის პირველობაზე, რომელიც ხვალ დამთავრდება, მან საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი შემატა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა ირგუნა. დავუბრუნდეთ გრიგალაშვილს: 81 კილოგრამ წონით კატეგორიამდე მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა. მანამდე კი, ჩვენებურმა ჯერ ფინელი ოსკარ მაკინენი დაამარცხა, შემდეგ გერმანელ ტიმ გრამკოვი,...

ეთოს ისტორია
ჩანაწერი

ეთოს ისტორია

ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ისტორია დაწერა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა ეს სოფიაში დაწყებულ კონტინენტის პირველობაზე გააკეთა და საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა. არადა, დღეს ტატამზე კიდევ სამი მოჭიდავე გავიდა, სამივე მამაკაცებში და მედალს ვერც ერთი შეწვდა. პაპინაშვილმა პირველივე ორთაბრძლა წააგო ფრანგ სედრიკ რევოლთან. ამავე წონაში ჩხვიმიანი...

შავი ოქრო
ჩანაწერი

შავი ოქრო

პარიზის გრან პრი საქართველომ სამი მედლით დაიწყო. აქედან ერთი უმაღლესი სინჯის არის და ის ლაშა შავდათუაშვილის მონაგარია, რომელსაც აქამდე ყველა დიდი ტურნირის ოქრო ჰქონდა, პარიზული გრანდ სლემის გარდა. „შავი“ ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე ლაშამ ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა და ფრანგი ჟან-ბეჯამინ გაბა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკი შახრან ახადოვი...

შავიმ წელი ბრინჯაოთი დახურა
ჩანაწერი

შავიმ წელი ბრინჯაოთი დახურა

გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბის გრანდ სლემზე ქართველთაგან საჭიდაოდ მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ჩავიდა და მედლით ბრუნდება. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა, შემდეგ რუსი კაზბეკ ნაგუჩევიც დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო. ლაშას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იყო. ჩვენებურმა კარგად ჩაატარა შეხვედრა და ბრინჯაოს მედალი...