ჭდე: ლაშა შავდათუაშვილი

Home ლაშა შავდათუაშვილი
ორი დღის ორი ოქრო
ჩანაწერი

ორი დღის ორი ოქრო

თბილისის გრანდ სლემზე ორი საშეჯიბრო დღე მიილია და ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი ორი ოქროს მედალია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველ წრეში გერმანელი იგორ ვანდტკე დაამარცხა, შემდეგ ირლანდია ჯოშუა გრინს სძლია, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგს იპონით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ებრაელ ტოჰალ ბუტბულს მოუგო. ფინალში ჩვენებურის მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე კარენ გალსტიანი იყო, ვისაც 32 წამში...

ოქროქალი
ჩანაწერი

ოქროქალი

ძიუდოში ახალი საერთაშორისო ტურნირი გამოჩნდა – ევროპის ღია პირველობა. ძიუდოსთვის საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდით (300 ათასი ევრო). შეჯიბრება კაცთა და ქალთა შორის თითო წონაში იმართება. პრიშტინაში 73 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის კაცები და 52 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ქალები შეიკრიბნენ. ჩვენგან კოსოვოს დედაქალაქში ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ჩავიდნენ. ორივეს შეეძლო მედლის მოპოვება, მაგრამ ეს მხოლოდ ლიპარტელიანმა...

ორი დღის ერთი მედალი
ჩანაწერი

ორი დღის ერთი მედალი

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის არცთუ კარგად დაიწყო. ორი დღის შემდეგ ჩვენს ყულაბაში მხოლოდ ერთი მედალია. არადა, ტატამზე უკვე 9 ჩვენებური ვიხილეთ. მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოგვიტანა, რომელიც ფინალში თურქეთის სახელით მოჭიდავე ვედათ ალბაირაქს, იმავე გიორგი რევაზიშვილის დაეჭიდა. ტატომ თავიდან კი შეუტია და მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, მაგრამ მერე პასიურ ჭიდაობაზე გადაერთო და...

ორი ბრინჯაო მასტერსიდან
ჩანაწერი

ორი ბრინჯაო მასტერსიდან

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გარანტირებული ბრინჯაო გვქონდა, რადგან ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ეჭიდავებოდნენ. ბრინჯაოს ფინალამდე ორივე ძიუდოისტი განსხვავებული გზებით მივიდა: 20 წლის ტერაშვილმა მეორე წრეში უზბეკ ობიდხონ ნომონოვს აჯობა; შემდეგ გამოცდილი აზერბაიჯანელი ჰიდიატ ჰეიდაროვი დაამარცხა; მეოთხედფინალში რუმინელ პეტრუ პელივანს...

გუნდური ოქრო კრაკოვიდან
ჩანაწერი

გუნდური ოქრო კრაკოვიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპის მესამე ევროპული თამაშების ფინალში გერმანიის ნაკრები 4:1 დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენებმა იოლად მოუგეს ხორვატიასა (4:1) და თურქეთს (4:1), ხოლო ნახევარფინალში „დამატებითი ჭიდაობის“ შემდეგ იტალიელები დაამარცხეს – 4:3. ფინალში გუნდს პირველი ქულა გურამ თუშიშვილმა მოუტანა, შემდეგ ეთერ ლიპარტელიანმა იმარჯვა, მესამედ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი...

გუნდური ქართული…
ჩანაწერი

გუნდური ქართული…

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი....

უმედლოდ
ჩანაწერი

უმედლოდ

დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ისევ უმედლოდ დავრჩით. პირველივე წრეში დამარცხდა ლაშა შავდათუაშვილი (73). ჩვენებურს მეტოქედ იაპონელი სოიჩი ჰაშიმიტო ერგო. აზიელმა სპორტსმენმა შავდათუაშვილს ვაზარი აართვა და შემდეგ თავი კარგად დაიცვა. ეთერ ლიპარტელიანმა (57) პირველივე დაპირისპირებაში ჩინელი ქი ცაის ვაზარით კი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ფრანგ სარა ლეონ სისიკთან...

სარდალაშვილის სადებიუტო მედალი
ჩანაწერი

სარდალაშვილის სადებიუტო მედალი

დოჰაში დაიწყო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი და ქართველთა მონაგარი ჯერ მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია. მედალი კი დებიუტანტმა, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. მომავალმა მედალოსანმა ჯერ ზამბიელი საიმონ ზულუ, შემდეგ ავსტრიელი მარკუს აუერი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. იქ კი სარდალაშვილმა ჯერ ყაზახი ნურკანატ სერიკბაევი, შემდეგ ბელგიელი...

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა
ჩანაწერი

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა

თბილისში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი, რომლის ბოლო დღე ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. არადა, მანამდე ჩვენს ნაკრებს სულ 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო. დღეს ოთხ მედალს რომ მოვიპოვებდით, წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნათელი იყო: ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხი ჩვენებური ფინალში გავიდა. 90 კილოგრამამდე...

შავი ოქრო პარიზში
ჩანაწერი

შავი ოქრო პარიზში

პარიზის „გრანდ სლემის“ პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციამ ოქრო მოინაგრა. ძოიდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (71კგ) პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვენებურმა ფინალში ბრაზილიელ დანიელ კარნინს ლამაზი გდებით მოუგო და საფრანგეთის დედაქალაქში ქართული ჰიმნი ააჟღერა. შავდათუაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას დომინიკელი ანტონიო ტონალის ძლევით შეუყვა. შემდეგ იტალიელ გაბრიელე სულის, ყაზახ დანიარ შამშიაევს და კორეელ ჰეონ ჩოლ კანგი მოუგო. გუშინვე თემურ...