გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბის გრანდ სლემზე ქართველთაგან საჭიდაოდ მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ჩავიდა და მედლით ბრუნდება.
ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა, შემდეგ რუსი კაზბეკ ნაგუჩევიც დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო.
ლაშას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იყო. ჩვენებურმა კარგად ჩაატარა შეხვედრა და ბრინჯაოს მედალი ირგუნა.
ეს IJF-ს ეგიდით მიმდინარე წლის ბოლო ტურნირი იყო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
