პარიზის გრან პრი საქართველომ სამი მედლით დაიწყო. აქედან ერთი უმაღლესი სინჯის არის და ის ლაშა შავდათუაშვილის მონაგარია, რომელსაც აქამდე ყველა დიდი ტურნირის ოქრო ჰქონდა, პარიზული გრანდ სლემის გარდა.„შავი“ ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე ლაშამ ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა და ფრანგი ჟან-ბეჯამინ გაბა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკი შახრან ახადოვი ასევე გაფრთხილების გამო მოუხსნეს.
შავდათუაშვილისგან განსხვავებით, ვაჟა მარგველაშვილი (66) ნახევარფინალში სამი გაფრთხილებით დამარცხდა მონღოლ ბასხუუ იონდონრეპენლეისთან და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მასპინძელი დაიკი ბუბა დაამარცხა. მანამდე ჩვენებურმა ანგოლელ ედმილსონ პედროსა და ამერიკელ ისაია რამირესსაც აჯობა.
კიდევ ერთი ბრინჯაო ჯაბა პაპინაშვილის არის, ვინაც ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ქარამათ ჰუსეინოვი დაამარცხა. მანამდე განელი ზედო აგიდოოს მოუგო, ხოლო საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა ჩხეიძესთან დამარცხდა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
