ჭდე: ჯაბა პაპინაშვილი

Home ჯაბა პაპინაშვილი
შავი ოქრო
ჩანაწერი

შავი ოქრო

პარიზის გრან პრი საქართველომ სამი მედლით დაიწყო. აქედან ერთი უმაღლესი სინჯის არის და ის ლაშა შავდათუაშვილის მონაგარია, რომელსაც აქამდე ყველა დიდი ტურნირის ოქრო ჰქონდა, პარიზული გრანდ სლემის გარდა. „შავი“ ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე ლაშამ ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა და ფრანგი ჟან-ბეჯამინ გაბა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკი შახრან ახადოვი...

ჯაბამ ბაქო მოიგო
ჩანაწერი

ჯაბამ ბაქო მოიგო

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ ბრძოლაში 23 წლის ქართველმა რუსი ალბერტ ოგუზოვი ვაზარიზე დასცა და ოქროს მედალი ირგუნა. ოქროს მიმავალ გზას პაპინაშვილ უკრაინელ კირილ სამოტუგის დაიპონებით შეუყვა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევს მტკივნეული ილეთით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს – ვაზარით. მოულოდნელად ცუდად იჭიდავა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოსა...

უმედლო ტაშკენტი
ჩანაწერი

უმედლო ტაშკენტი

უმედლოდ დაიწყო ქართველი ძიუდოისტებისთვის ტაშკენტის გრანდ სლემი. პირველ დღეს ტატამზე გავიდა 60 კილოგრამ წონით მოჭიდავე ჯაბა პაპინაშვილი. ჩვენებურმა ყირგიზ ოტარ ბესტაევსა და ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის იპონებით აჯობა, მეოთხედფინალში კი, რუს იელდოს სმეტოვთან დამატებით დროში ვაზარით წააგო. დამატებით დროში წააგო პაპინაშვილმა რეპეშაჟში ტაჯიკ შაჰბოზ საიდაბუროროვთან. ქალთა შორის ტრავმის გამო ტატამზე არ გასულა ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ).