ხოსეპ გვარდიოლამ უკრაინელ ალექსანდრ ზინჩენკოზე ისაუბრა, ოღონდ არასაფეხბურთო თემაც ახსენა.
ზინჩენკოს ტრავმა ჰქონდა და „მანჩესტერ სიტის“ ძირითადში ადგილის ხელახლა მოპოვება ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს ჟოაო კანსელუს თამაშის ფონზე…
გვარდიოლამ თქვა, რომ „ფულემთან“ თასზე ზინჩენკოს თამაში შესაძლებელია. ანუ, უკვე მზად არისო.
„დიახ, „ფულემთან“ შესაძლოა ვათამაშოთ. მხოლოდ სამი დღეა, რაც ტრავმისგან ბოლომდე განიკურნა… გარდა ამისა, ზინჩენკოს გავესაუბრებით უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. ჩემთვის ველურობაა, რა ხდება 21-ე საუკუნეში. ბევრ რამეზე ვისაუბრებთ. ზინჩენკომ უკეთ იცის ის სიტუაცია, მაგრამ მეც ვნერვიულობ“.
რა თქმა უნდა, გვარდიოლამ რუსეთ-უკრაინის პოლიტიკური ამბები იგულისხმა.
„ფულემთან“ თამაშში კი გვარდიოლამ ზინჩენკო მოგვიანებით ჩართო, უკრაინელმა სწორედ კანსელო შეცვალა.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
