მეექვსელიგელის დრამა „ვესტ ჰემმა“ ინგლისის თასის მერვედფინალის საგზური სასწაულში მოიპოვა.
რანგით მეექვსე ლიგის გუნდ „კიდერმინსტერთან“ 91-ე წუთამდე აგებდა და დეკლან რაისმა გაათანაბრა, ხოლო 120-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ასე მოიგო დევიდ მოიესის გუნდმა 2:1…
ძალიან შეგვეცოდა „კიდერმინსტერი“. მოედანზე იტირეს. წარმოიდგინეთ, მეექვსელიგელი რომ ასეთ დღეში აგდებს ქვეყნის მეექვსე-მეშვიდე გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გასასვლელად იბრძვის.
ესაა ინგლისი – იქ ყველგან საფეხბურთო ზეიმია, თუნდაც დაბალ ლიგაში.
აქვე რაისზე ვთქვათ. მოიესმა ბრძანა, 100 მილიონ ევროდ რომ რომელიმე კლუბმა იყიდოს, მადლობა უნდა თქვასო.
რაისი საყრდენი ნახევარმცველია, ინგლისის ნაკრების წამყვან კაცად იქცა და ევროპის ჩემპიონატში მშვენივრად ითამაშა. პრემიერლიგაში „ვესტ ჰემის“ ასეთ კარგ თამაშს უპირველესად სწორედ დეკლან რაისს უკავშირებენ. აი, ამჯერადაც სირცხვილს გადაარჩინა გუნდი.

ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
